18
Mar
2019

სოფელ ატოცში რაგბის ჩვენება გაიმართა

18 Mar 2019

საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის რაგბის ევროპის ჩემპიონატის მატჩის სანახავად ქართველი გულშემატკივრები სოფელ ატოცში ჩავიდნენ. ღონისძიების ორგანიზებაში მოხალისეებთან ერთად კომპანია Menu.ge იყო ჩართული, რომელმაც პიცები და სხვადასხვა სასმელი ჩაუტანა ადგილობრივ მოსახლეობას. მოხალისეების გადაადგილება ავტობუსით და Menu.ge-ს კურიერების მანქანების დახმარებით განხორციელდა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოკუპაციის თემა და განსაკუთრებით იმ ხალხის მდგომარეობა, ვინც საოკუპაციო ხაზის პირას ცხოვრობს. მოხალისეების იდეა იმავე დღეს ავიტაცეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩავერთვებოდით აქციაში. ვეცადეთ, ეს დღე ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაგვეხალისებინა. სამომავლოდ, უფრო მეტად ვიქნებით ჩართულები მოსახლეობის მხარდაჭერაში სხვადასხვა აქტივობით” – აცხადებს Menu.ge-ს დირექტორი თამარ არევაძე.

შეხვედრის ჩვენება სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის ეზოში დამონტაჟებულ ეკრანზე გაიმართა, საოკუპაციო ხაზთან ერთი კილომეტრის დაშორებით. გთავაზობთ ვიდეოს:

განხილვა