in

რატომ უნდა ისწავლო ინგლისური – მიზეზი N1

ბრიტანული ცენტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეო რგოლს  ჰეშთეგით #DONTBEATABLE ,  რომელიც ბრიტანული ცენტრის დაკვეთით,  Converter-მა  დაამზადა.

ვიდეოს სიუჟეტი ასახავს  ერთ-ერთ კომიკურ სიტუაციას, რასაც ქართულ რეალობაში ხშირად  ვაწყდებით ინგლისური ენის არცოდნის გამო.

დაკო ლომიძე, ბრიტანული ცენტრის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დირექტორი: ინგლისური ენა რომ მთელს მსოფლიოში საერთაშორისო ენადაა აღიარებული ეს 21-ე საუკუნის რეალობაა. ინგლისური როგორც მსოფლიო დიპლომატიის ენას წარმოადგენს, ასევე ის საერთაშორისო კომერციისა და ბიზნესის საკომუნიკაციო საშუალებაა. ინგლისურის ცოდნა დღევანდელ მსოფლიოში ესოდენ მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ამ ენის ცოდნა არის ერთგვარი პასპორტი უკეთესი კარიერისთვის, სხვადასხვა სფეროში უფრო პროგრესული ცოდნის მიღებისთვის და რა თქმა უნდა საერთაშორისო ურთიერთობების ეფექტურად წარმართვისთვის.

საქართველოშიც, როგორც მსოფლიოს სხვა პროგრესულად განვითარებად, თუ მაღალ დონეზე განვითარებულ ქვეყნებში, ინგლისური ენის ცოდნა ძალზედ მნიშვნელოვანია. ადამიანებს სხვადასხვა მიზეზით სურთ ინგლისურის შესწავლა, ზოგს აკადემიური თუ სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, ზოგს კი სოციალური კომუნიკაციისა, თუ უცხოეთში მოგზაურობის დროს გამოსაყენებლად სჭირდება.

ჩვენი, როგორც 15 წელი ამ სექტორში მოღვაწე კომპანიის, ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა  ავამაღლოთ მოსახლეობის ცნობიერება ინგლისური ენის ცოდნის საჭიროების კუთხით. ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მოცემულობაში, ინგლისური ენის ცოდნა არამხოლოდ პირადი მიზნებისთვის არის საჭირო, არამედ ქვეყნის ზოგადი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ჩვენი მიზანია, ასეთი კომიკური ტიპის ვიდეოებით, რომლებიც გაშარჟებულად ასახავს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ რეალობას, უფრო მეტი ადამიანის ჩართულობა გამოვიწვიოთ.

[R]

„თბილისის ზღვის პლაზაში“ წინასაახალწლო კამპანია გრძელდება – რა იგეგმება 25-30 დეკემბერს სავაჭრო ცენტრში ?!

Protected: 100 000 ლარიანი ფასდაკლება პენტჰაუსზე – „ავტოგრაფის“ საახალწლო აქცია