in

ქართული სარეკლამო სააგენტო “Holmes&Watson”-ის ბეჭდური რეკლამა, სპეციალურად საკონსულტაციო სააგენტოსთვის

პრობლემების გააზრება უკეთესია მანამ, სანამ პრობლემა იფეთქებს – ასე ფიქრობს რუსეთში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია -“ATROOT Management Consulting”-ი, რომლის ბეჭდურ რეკლამაზე ქართულმა სარეკლამო სააგენტო  “Holmes&Watson”-მა იმუშავა.

ქართველმა კრეატორებმა კამპანიის ფარგლებში ორი პოსტერი “Caesar” და “Titanic” შექმნეს. ორივე პოსტერზე პრობლემები წერტილების სახითაა ნაჩვენები, მათი სწორი შეერთების შემთხვევაში ჩვენ მათ რეალურ სახეს ვიღებთ. ასე რომ, თუ სარეკლამო კამპანიას დავუჯერებთ “შეაერთეთ წერტილები, გაიაზრეთ პრობლემა და მისი გადაჭრა უფრო მარტივი გახდება”.

რეკლამა Harvard Business Review-ს რუსულ გამოცემაში დაიბეჭდა.

atroot_caesar_aotw

atroot_titanic_aotw

რუსთავის ავტობაზრობა – AUTOPAPA-ს ვირუსული ვიდეო

წარმოგიდგენთ “GUINESS 1759”-ს!