სატელეკომუნიკაციო კომპანიამ AT&T მორიგი რეკლამა გამოუშვა, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ფილმებს ერთ სიუჟეტში აერთიანებს. 90-წამიან ვიდეორგოლში ბიჭი, თამაშის ბოლო წამში, ახერხებს გადამწყვეტი ქულის მოპოვებას. თუმცა, ცოტა ხანში, სპორტული ფილმი, მოულოდნელად, Sci-Fi თრილერად გადაიქცევა… რეკლამა AT&T-ის ახალი სერვისის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. კამპანიაზე სააგენტომ BBDO იმუშავა.













