in

AT&T სატელეკომუნიკაციო გიგანტი Discovery-სთან $150 მილიარდიან გაერთიანებას გეგმავს

ამ გზით ის პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Netflix-ს, Disney-სა თუ Amazon-ს

veon
veon

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს სატელეკომუნიკაციო გიგანტი AT&T, გაერთიანების შესახებ, Discovery-სთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. თავის მხრივ, ეს ახალი სტრიმინგ-პლატფორმის შექმნას გულისხმობს, რომელიც პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Netflix-ს, Disney-სა თუ Amazon-ს.

ახალი გარიგება, CNN-ის, HBO-სა და Warner Bros-ის მფლობელი გიგანტისთვის, მნიშვნელოვანი სტრატეგიული ნაბიჯია. ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში შექმნილი ბიზნესი AT&T-სგან დამოუკიდებელი იქნება და დაახლოებით 150 მილიარდ დოლარად შეფასდება.

უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, შემოთავაზებული გარიგება Warner Bros. Entertainment-ის კინემატოგრაფიის ცენტრს, რომელიც ჰარი პოტერისა და ბეტმენის სერიებს მოიცავს, “დისქავერის” ბუნებასა თუ სამეცნიერო შოუებთან აერთიანებს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც AT&T-მ Time Warner თავის მფლობელობაში გადაიყვანა, დაგეგმილი იყო მედია და სატელეკომუნიკაციო გიგანტის შექმნა, რომელიც კონტენტსა და დისტრიბუციას გააერთიანებდა. თუმცა ეს ბიუჯეტის თვალსაზრისით მეტად რთული აღმოჩნდა, რადგან კომპანია, ამის პარალელურად, მომავალი თაობის უსადენო სერვისებზე მუშაობდა.

ახლაც კი, კომპანიამ $14 მილიარდიანი დავალიანება აიღო უკაბელო სპექტრის შეძენის დასაფინანსებლად. ასე რომ, დისქავერისთან გარიგე, გარკვეულწილად,ბიუჯეტური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ემსახურება.

ჯერჯერობით ორივე კომპანია თავს იკავებს კომენტარის გაკეთებისგან. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

რატომაა მნიშვნელოვანი სასკოლო კლუბები მოსწავლის განვითარებისთვის?

არქიტექტურის, ესთეტიკისა და ეკოლოგიის სინთეზი – კიდევ ერთი საცხოვრებელი შენობა პროექტის, „მწვანე ქალაქი ლისზე“ ფარგლებში