@SummerBreak-ი Youtube–ის რეალითი შოუა, რომელშიც მონაწილეობას თინეიჯერები იღებენ. კომპანია AT&T–მ წამოიწყო სოციალური კამპანია “It Can Wait”, რომელიც მანქანის მართვისას ტელეფონის გამოყენების საწინააღმდეგოდ არის მიმართული. ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი კამპანია ჩატარებულა, თუმცა, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი ჯერ ვერცერთმა გამოიღო.
AT&T–მ თავისი კამპანიისთვის @SummerBreak-ის მონაწილეები მიიწვია და სთხოვა მოეყოლათ, რისთვის იყენებენ ტელეფონს საჭესთან ყოფნის დროს. თავიდან ახალგაზრდებმა ძალიან ხალისიანად აღწერეს, როგორ ტვირთავენ ხოლმე ფოტოებს და ათვალიერებენ ახალ ამბებს სოციალურ ქსელებში იმ დროს, როდესაც მანქანას მართავენ. მოგვიანებით, ოთახში ახალგაზრდა გოგონა ჯეისი გუდი შემოვიდა, ის რეალითი შოუს მონაწილეებს წინ დაუჯდა და თავისი ამბის მოყოლა დაუწყო. აღმოჩნდა, რომ ჯეისიმ ტელეფონის გამო საშინელი ავტოსაგზაო შემთხვევა გადაიტანა, რომლის შედეგად უმძიმესი მდგომარეობიდან ძლივს გამოვიდა. მას თავიდან მოუწია სიარულის, საუბრის სწავლა და მიუხედავად უამრავი ოპერაციისა თუ მკურნალობისა, დღემდე ებრძვის უბედური შემთხვევის შედეგებს. გოგონას მონათხრობი იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკლებლივ ყველა ახალგაზრდას ცრემლი მოგვარა.
კამპანიის ბოლოს აცრემლებული თვალებითა და დამძიმებული გულით, ყველა მონაწილემ ერთხმად აღიარა შეცდომა და ამ პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება გადაწყვიტა, ისე, რომ მომავალში არც საკუთარ თავს ავნონ და არც სხვებს.












