in

თვისებები, რომლებსაც მარკეტერები სამუშაოს მაძიებლებში ეძებენ

ვინაიდან ტექნიკური პროგრესი და მომხმარებელთა ჩვევების შეცვლა მარკეტინგის ლანდშაფტზე აქტიურად ზემოქმედებს, მსხვილი ბრენდების ლიდერები ამზადებენ თავიანთ გუნდებს ახალი უნარებისა და ცოდნის ძიებით, რასაც მათი ბიზნესის წინსვლაზე ზრუნვა შეუძლია. 

მრავალფეროვანი პერსპექტივები

წარმატებული ლიდერები აცნობიერებენ, რომ შესანიშნავი იდეა შეიძლება ნებისმიერი ადგილიდან და მრავალფეროვნება უბრალოდ კარგი ბიზნესია. სწორედ ამიტომ, CMO-ები და სხვა ლიდერები ეძებენ კანდიდატების უფრო ფართო სპექტრს, რომლებსაც შეუძლიათ გააჩინონ ინოვაციური გადაწყვეტილებები და წარმართონ უფრო ინფორმირებული პროცესები. მაგალითად, Doritos-ის მარკეტინგის უფროსი დირექტორი ამბობს, რომ პერსპექტივა განსხვავებულ აზრებსა და ადამიანებშია, რომ მათ ნამუშევრებში სიმდიდრის აღმოჩენა შეიძლება. 

უნიკალური პერსპექტივებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებამ შეიძლება აჩვენოს პოტენციურ დამსაქმებლებს, თუ როგორ შეიძლება განსხვავებული აზრები, კითხვები და რეკომენდაციები სასარგებლო იყოს მათი კომპანიებისთვის. 

სწავლის სურვილი

ხშირ შემთხვევაში კანდიდატები დამსაქმებლებთან ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რატომ არიან კვალიფიცირებული გარკვეული როლისთვის და არა რისი მოპოვების იმედი აქვთ მისგან. ელიზაბეტ პრეისი, Anthropologie-ს მარკეტინგის მთავარი ოფიცერი, მოუწოდებს მათ, ვინც ახალ სამუშაოს იღებდნენ, დარჩნენ თავმდაბალნი და გააცნობიერონ, რომ რაც არ უნდა ექსპერტი იყოთ იმ როლში, საიდანაც წამოხვედით, ამ ახალ ამპლუაში ახალბედა ხართ.

მარკეტინგისა და სარეკლამო ინდუსტრია სწრაფი ტემპით იცვლება და დამსაქმებლები ეძებენ ინდივიდებს, რომლებსაც სურთ ისწავლონ როგორ გამოიყენონ ახალი შესაძლებლობები და აითვისონ გუნდის სული.

პოზიტიური ენერგია

დამოკიდებულება გავლენას ახდენს არა მხოლოდ პროდუქტიულობასა და მუშაობის ხარისხზე, არამედ კოლეგებთან ურთიერთობასა და მთლიანად კულტურაზე. იყო ის, ვისთანაც სხვებს სურთ მუშაობა, ძალიან გეხმარებათ კარიერაში. პოზიტიური ენერგია არ ნიშნავს მხოლოდ ღიმილს – ის მოიცავს თანაგრძნობას, მოთმინებას, დაჟინებით დამოკიდებულებას საქმისადმი და კრეატიულობასაც კი. 

მოსმენის უნარი

მოსმენის უნარის გამოვლინება მხოლოდ გასაუბრებებით არ მთავრდება. ის შიდა სამუშაო პროცესშიც მნიშვნელოვანია. რამდენად ჩართული ხართ სხვების საუბარში, რამდენად რეალურ დროში რეაგირებთ მსჯელობაზე, რამდენად დროულად შეგიძლიათ გადაწყვეტილებების შეთავაზება – ეს ყველაფერი გამოხატავს მოსმენის კულტურას და იმას, რომ აქტიურად უსმენთ თქვენს გუნდელებს, გესმით მათი და ხართ საერთო ხაზზე. 

ემოციური ინტელექტი

ეფექტური კომუნიკაცია არის წარმატებული მარკეტინგული კარიერის შექმნის საკვანძო საყრდენი. არ აქვს მნიშვნელობა ლიდერის პოზიციაა თუ დამწყების, ემოციური ინტელექტი არის ღირებული ინტერპერსონალური უნარი, რომელსაც შეუძლია კანდიდატის გამორჩევა.

ის ვლინდება ბევრ ასპექტში: როგორ იქცევით მომხმარებელთან, როგორ თანამშრომლობთ გუნდის წევრებთან, რამდენად თავშეკავებული ხართ…ეს არის ფუნდამენტური უნარები. როგორც სახლს ვერ ააშენებთ საძირკვლის გარეშე, ისე ვერ ჩამოაყალიბებთ წარმატებულ კარიერას ამ თვისებების გამომუშავების გარეშე.

რომ შევაჯამოთ – მარკეტინგის ლიდერები ეძებენ კანდიდატებს, რომლებიც ამჟღავნებენ ავთენტურობას, მზადყოფნას, ხედავენ პერსპექტივებს, არ ეშინიათ კითხვების დასმის და აქვთ სხვებთან ურთიერთობის სურვილი.

TikTok-მა სარეკლამო ტრაფიკით სხვა პლატფორმებს 50%-ზე მეტით აჯობა!

როგორ განვასხვაოთ დეპრესია და „უბრალო მოწყენილობა“ ერთმანეთისგან — ფსიქოთერაპევტის პასუხი