in

საიგონის ქუჩებით შთაგონებული დიზაინი — Atypical

Atypical — ასე ჰქვია ყავის ბრენდს, რომელიც ვიეტნამში მდებარეობს და მომხმარებელს სთავაზობს როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ არომატებს. თითოეული მათგანი მომზადების სპეციალური მეთოდითაა გამოყვანილი და ფლაგმან პროდუქტს ცივი სასმელები წარმოადგენს, შესაბამისი სახელწოდებით: Atypical Dose.

ბრენდის ვიზუალური იდენტობა კი საიგონის ქუჩის კულტურისა და მისი პროდუქტის დახვეწილობის შერწყმით შეიქმნა. ქალაქის ფასადით შთაგონებული, Atypical-ის ვიზუალური დიზაინი ინდივიდუალური შრიფტით არის გამოსახული, რომელიც ხატოვანი “Khoan cắt bê-tông” („ბეტონის ბურღვები“) ვანდალიზმის ინსპირაციას ეფუძნება.

ბრენდის შეფუთვის სისტემის ძირითად ზედაპირებზე და მათთან დაკავშირებულ პროდუქტებზე წარმოდგენილია კედლების ფოტოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც მთელ საიგონშია განლაგებული. „ჩვენ დასახლებული უბნების საკულტო კედლებს ვიყენებთ ცივი სასმლის შესაფუთად და მასთან დაკავშირებული ისტორიების მოსაყოლად, რათა ქალაქი ჩვენს მომხმარებლებთან დავაახლოოთ. HP Indigo-ს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, თითოეული ეტიკეტის დიზაინი გარდაიქმნება მრავალფეროვან კოლაჟებად, რომლებიც ქალაქის ინდივიდუალურ, ფრაგმენტულ აღქმას ასახავს“, — აცხადებენ კომპანიაში.

ყველაფერი Windows 11-ის შესახებ

ლისის ტბაზე ფესტივალი LISI VIBES გაიმართება