in

2024 წლის Audi A4 დაამტკიცებს, რომ ბრენდისთვის ტურბო სიმძლავრის ხარისხი არასოდესაა საკმარისი

სანამ Audi თავის A3 მოდელს გამოუშვებდა, Audi A4 იყო გერმანული ბრენდის ყველაზე პატარა სედანი. 90-იანი წლების ბოლოს A4 უკვე ამაყად ატარებდა აუდის სამკერდე ნიშანს და ბევრი გულშემატკივარიც გამოუჩნდა. მანქანა განსაკუთრებით მოსწონდათ მისი 2.7-ლიტრიანი Twin-turbo V6 ძრავის გამო.

თუმცა ზოგ-ზოგიერთებისთვის ესეც არ იყო საკმარისი და აუდის მექანიკოსმა ახალ, კიდევ უფრო ტურბო ძრავაზე დაიწყო მუშაობა. შედეგად, A4-მა მიიღო V8, ხოლო S4-მა V10 ძრავა. გარკვეული დროის შემდეგ A4-ს დაემატა ხუთსიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და quattro სრულამძრავიანი სისტემა.

Audi A4-ის ბოლო მოდელი, რომლის გამოსვლასაც 2024 წლისთვის ელოდებიან, ვიზუალურად ნაკლებად პომპეზური მანქანაა, თუმცა იგი თავისი ინდივიდუალური სტილით არის გამორჩეული, რაც არა მხოლოდ გარეგნულ მახასიათებლებს, არამედ მის დინამიკურ შესაძლებლობებსაც ითვალისწინებს.

მანქანის სტრუქტურა და იდეა ორ ჩანაფიქრს აერთიანებს: პირველ რიგში, ის პრემიუმ სედანი, თუმცა, როცა ცოტაოდენი გართობა მოგინდებათ, ის ამაზეც არ გაგაწბილებთ. მის ტურბოდამუხტულ ოთხცილინდრიან ძრავებს საკმარისი „კუნთები” აქვს საიმისოდ, რომ თქვენი მგზავრობა საინტერესო გახადოს. მისი 4X4-ზე ბორბლები და კარგად შეკრული საკიდარი დაბალანსებულ მართვას უზრუნველყოფს უამინდობის პირობებშიც კი.

სტანდარტული აღჭურვილობის სიის გარდა, რომელიც ახალ A4-ს ექნება, მოდელში დამატებულია განახლებული, ადაპტაციური კრუიზ კონტროლი, დამხმარე პროგრამა, რათა მანქანამ ზოლიდან არ გადაუხვიოს, პარკირების დამხმარე და, myAudi აპლიკაციის საშუალებით, ძრავის დისტანციური გაშვების ფუნქცია. ნავიგაციის პაკეტს ემატება საგზაო ნიშნების ამოცნობა.

ახალი A4 ორი ვარიანტით იქნება წარმოდგენილი: 40 და 45. ორივე აღჭურვილია ტურბო 2.0-ლიტრიანი 4 ცილინდრით, 12-ვოლტიანი ჰიბრიდული სისტემითა და ოთხივე წამყვანი ბორბლით. 40 აწარმოებს 201 ცხენის ძალას, ხოლო 45 გამოიმუშავებს 261 ცხენის ძალას. მოდელების გადაცემათა კოლოფი სრულად ავტომატიკაზე გადავიდა და შვიდსიჩქარიანი, ორმაგი გადაბმულობის ავტომატური ტრანსმისიით იწონებს თავს.

ეს ყველაფერი მძღოლს ეხმარება საჭის ზუსტ მართვაში, მანქანის კორპუსის მოძრაობის კონტროლში და გზაზე სწორ ორიენტაციაში. თანამედროვე სედანში იგრძნობა სპორტული დინამიკა, რომელიც ბალანსდება დაბალ სიჩქარეზე სიარულისას ან გზატკეცილზე. ის რბილად მოძრაობს მოსახვევებშიც. ამის ფონზე საწვავის ეკონომიურობა, რომელიც მანქანას ახასიათებს, საკმაოდ შთამბეჭდავია. ეს ყველაფერი A4-ს თავისი კლასის გამორჩეულ ავტომობილად აქცევს.

პირველი „ციფრული პოლიკლინიკა“ საქართველოში — რას სთავაზობს ის მომხმარებლებს?

როგორ ისაუბროთ რთულ გადაწყვეტილებებზე, როცა დეტალების გაზიარება არ შეგიძლიათ?