კომიქსებისა და ფილმების ერთ-ერთი გამორჩეული გმირი ადამიანი ობობა, ყველა ბავშვის საყვარელი და ბევრისთვის მისაბაძი პერსონაჟია. ზოგიერთისთვის იმდენად სამაგალითოც კი, რომ ქსელების შესაქმნელად ათას ხრიკს იგონებენ. სწორედ ასეა Audi-ს ახალი სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი პატარა გმირიც, რომლის “შესაძლებლობების” მსხვერპლი, არც მეტი, არც ნაკლები, მამა გახდა. ბადეში გახვეულ და ავტომობილში გამოკეტილ მამას სხვა რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ ახალი Audi A8-ს არაჩვეულებრივი ფუნქციებით გაირთოს თავი. ბრენდის ბოლო პროდუქტი, როგორც თავად კომპანიის წარმომადგენელები ირწმუნებიან, მათ ისტორიაში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებული ავტომობილი იქნება. ამას ის ერთ-ერთი დეტალიც მოწმობს რომ მანქანის სავარძელს მასაჟის გაკეთების ფუნქციაც კი აქვს. ამასთან, ავტომობილი აღჭურვილი იქნება ავტომატური მუხრუჭის, დისტანციის კონტროლის და რაც მთავარია, დამოუკიდებლად პარკირების ფუნქციებითაც.