in

Audi-ს activesphere კონცეპტი Off-Road-ის სტილში

იმის პარალელურად, რომ Audi ელექტრომომავლისკენ მიემართება, სადაც მანქანის ავტონომიური მართვა ჩვეულებრივი ამბავია, გერმანელმა ავტომწარმოებელმა წარმოადგინა „სფერული“ კონცეფციების ტრიო, რომლებიც ამ მომავალს ასახავს. თუმცა ის ამაზე არ შეჩერებულა და უკვე გამოაქვეყნა მე-4 კონცეფცია, რომელიც Audi Activesphere გახლავთ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონცეფციებიდან არცერთი (რომლებიც დაინერგა 2021 წლიდან) არ არის დაგეგმილი წარმოებისთვის, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის ნიმუშები, რომლებსაც დაეყრდნობა კომპანია და მთლიანად ელექტრო Audi A6 allroad-ად გადაიზრდება.

დიზაინს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ეს არის საკმაოდ გრძელი ავტომობილები, თხელი ფარებითა და ოდნავ წვეტიანი წინა მხარით. ის სპორტული მანქანის პროპორციებში ჯდება და  off-road-ის სტილშია გადაწყვეტილი.

როგორც ავტოექსპერტები წინასწარ ვარაუდობენ, activesphere იქნება ახალი ტექნოლოგიური და დიზაინის ელემენტების დებიუტი, რომლებსაც შეიძლება ველოდოთ მომავალ e-tron მოდელებზე. Audi-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ამერიკული მოდელების ხაზი 2025 წლისთვის 30%-ით ელექტრიფიცირებული იქნება, მათ შორის მოხვდება სრულად ელექტრო და ჰიბრიდული მანქანები. Audi-ს წინამდებარე „სფეროს კონცეფციები” ღირსეულ წარმოდგენას გვიქმნის ბრენდის მომავალი EV-ების დიზაინის მიმართულებაზე.

კონცეპტის წინა მოდელები იყო: skysphere, urbansphere და grandsphere.

როგორია Disney+-ისა და Netflix-ის გეგმები ბავშვებისთვის განკუთვნილი რეკლამებისთვის?

Apple Maps-ში რეკლამებს ამატებს