in

Audi AI ტექნოლოგიას ბორბლების რედიზაინისთვის იყენებს

Audi ხელოვნური ინტელექტის პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებს, რომელიც მან ახალი ბორბლების შესაქმნელად შეიმუშავა. ხელოვნური ინტელექტი უკვე დიდი ხანია ცნობილია, როგორც რთული პრობლემების გადაჭრის საშუალება და ის საავტომობილო ინდუსტრიაშიც საკმაოდ ფეხმოკიდებული რესურსია. მაგალითად, Nissan მას უსაფრთხო მანქანების შესაქმნელად იყენებს. Audi-ც დიდი ხანია ხედავს AI-ის წინსვლას და შექმნა კონცეფცია, რომელსაც ის ადამიანებთან ურთიერთობისას იყენებს, თუმცა ახლახან ახალი სისტემა შეიმუშავა, რომელსაც FelGAN უწოდა და რომელსაც უშუალოდ მოდელების წარმოებაში ექნება პრაქტიკული დანიშნულება.

FelGAN არის AI-ზე დაფუძნებული პროგრამული სისტემა, რომელიც დიზაინერებს ახალი იდეებისა და პერსპექტივების აღმოჩენაში ეხმარება, რომლებიც შემდეგ საკუთარი შესაძლებლობით შეუძლიათ, რომ დაამუშაონ. პროგრამულ უზრუნველყოფას შეუძლია სწრაფად შესთავაზოს დიდი რაოდენობით ფოტო-რეალისტური დიზაინები, ან უკვე არსებული დიზაინი ხელახლა დაამუშაოს, რაც ნიშნავს, რომ დიზაინერებს შეუძლიათ უთხრან სისტემას, რა სახის ცვლილებების ნახვა სურთ და ის უზრუნველყოფს ამ კონკრეტული ინსტრუქციების სხვადასხვა ინტერპრეტაციას. Audi განმარტავს, რომ სისტემა ეფექტურად მოქმედებს, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, ერთმანეთში გაცვალონ ახალი ვერსიები და ვარიაციები.

ერთ-ერთი ალგორითმი გამოიყენება მანქანის ბორბლის დიზაინისთვის. მეორე ალგორითმი, რომელიც მასთან ერთად მუშაობს, ადარებს რეალური ბორბლების ფოტოებს AI-ს შემუშავებულ ვერსიებს და ეს პროცესი რამდენჯერმე მეორდება. ამ სისტემით, ორივე ალგორითმი შექმნილია იმისთვის, რომ ისწავლოს შეცდომებზე და განუწყვეტლივ გაუმჯობესდეს, ხოლო საკმარისი დატრენინგების შედეგად, ის იმდენად ეფექტურ დიზაინებს ქმნის, რომ ადამიანს არ შეუძლია გარჩევა, რეალურია ბორბლები თუ მანქანის მიერ დამუშავებული.

როგორც ბრენდი ამბობს, სამყაროში, სადაც რეკლამებიც კი შეიძლება დაიწეროს ხელოვნური ინტელექტით, გასაკვირი არაა, თუ e-tron GT მოდელი მალე ხელოვნური ინტელექტის დიზაინის ბორბლებით განახლდება.

იცოდით, რომ საშობაო საჩუქრები ცხოვრებას ჯადოსნურს ხდის?

საინტერესო პოდკასტი | როგორ შეიცვალა ფეხბურთი და მსოფლიო ჩემპიონატი 1930 წლიდან დღემდე?