in

სად გაქრა „აუდის” ცნობილი 4 რგოლი? იხილეთ სტატიაში

აუდის ცნობილი ლოგო – 4 რგოლი, რომელიც ოთხ დამფუძნებელ კომპანიას: Audi, DKW, Horch და Wanderer-ს გამოხატავს, ყველასთვის საკულტო ემბლემადაა ქცეული. თუმცა ბრენდს სიახლე აქვს და ვნახოთ, როგორი რეაქცია ექნებათ ამაზე მის დიდი ხნის გულშემატკივრებს.

BOG
BOG

ახალი EV ბრენდისთვის აუდიმ შეცვალა ემბლემა და ჩინეთში წარმოადგინა ახალი ელექტრომოდელი, რომელზეც საკულტო რგოლების მაგივრად სიტყვიერადაა გამოსახული – “AUDI”. ეს არის მისი პირველი კონცეპტუალური ავტომობილი, რომელიც გამორჩეულია  მინიმალისტური დიზაინითა და სპორტული უკანა ხედით.

თავად აუდიში აცხადებენ, რომ ცვლილება შექმნილია ჩინელი მომხმარებლების განსხვავებული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად, რადგან ისინი განსხვავდებიან თავიანთი საერთაშორისო კოლეგებისგან, კერძოდ, მეტად ერკვევიან ტექნიკურ საკითხებში, რის გამოც აქვთ განსხვავებული მოლოდინები.

აუდისთვის, როგორც ბიზნესისთვის, ჩინეთის ბაზრის სურვილების გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. ავტომწარმოებელმა 2024 წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში 10000-ამდე ავტომობილი გაყიდა.

როგორც ბრენდი ამბობს, E კონცეფცია ამ ეტაპზე მოიცავს სამ მოდელს, რომლებსაც საბოლოოდ 2025 წლის შუაში ვიხილავთ. ეს მოდელები ახალ პლატფორმაზე მზადდება, რომელიც აღჭურვილია 800-ვოლტიანი არქიტექტურით და დაფუძნებულია სრულად ელექტრო კონცეფციაზე.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებში ამერიკელი გამთამაშებელი კამარ ბოლდუინი ითამაშებს – საქართველოს ბანკი ნაკრების მთავარი მხარდამჭერია

Coca-Cola-მ საახალწლო კამპანია AI-ით განაახლა