in

Audi ახალი რეკლამის გამო ბოდიშს იხდის!

კომპანია Audi, ახალი რეკლამის გამო, ბოდიშს იხდის. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გერმანულმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა Audi RS4-ის ფოტო, სადაც პატარა გოგონა მანქანაზეა მიყრდნობილი და ბანანს ჭამს. შესავალ ტექსტში კი წერია – “Lets your heart beat faster – in every aspect” (დაე, თქვენი გული ძგერდეს უფრო ძლიერად, ყველა ასპექტში). 

https://twitter.com/AudiOfficial/status/1289848460368257033?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1289848460368257033%7Ctwgr%5E&ref_url=https%3A%2F%2Fd-4493202942726384524.ampproject.net%2F2007242032001%2Fframe.html

ამ პოსტის გამო, მომხმარებლებმა, კომპანია გააკრიტიკეს და მისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. საზოგადოების ასეთი უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ბრენდის წარმომადგენლებმა, ბოდიში მოიხადეს.

„გულწრფელად ვიხდით ბოდიშს ამ ვიზუალის გამო და გარწმუნებთ, რომ მას, მომავალში, აღარ გამოვიყენებთ. იმასაც დაუყოვნებლივ გადავამოწმებთ, როგორ შეიქმნა ეს კამპანია და იმუშავა თუ არა, ამ შემთხვევაში, კონტროლის მექანიზმებმა“, – ამბობენ კომპანიაში.

SpaceX-ის პლანეტათაშორისმა რაკეტამ ტესტირება წარმატებით გაიარა [ვიდეო]

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ნატახტარში, გაყინული საკონდიტრო ნაწარმის საწარმო აშენდა