სააგენტო Romance-მა აუდიტორიას „აუდის“ ელექტრომობილ e-tron Sportback-ის მართვის ვირტუალური გამოცდილება შესთავაზა.
დისტანციური საცდელი მართვა, ე.წ. Test Drive საშუალებას გაძლევს, ყველა ის შეგრძნება გამოცადო, რომელიც ახალი მოდელის საჭესთან ჯდომას მოაქვს: კარის გაღება, დაქოქვა, მოციმციმე შუქები, ტყავი, უსაფრთხოების ღვედი, ძრავის ხმა…
ელექტრომობილის 100-ზე მეტი ნაწილის ბინაურალური ხმა ჩაიწერა იმისთვის, რომ ბრენდს მომხმარებლებში მოდელის უნიკალური ASMR – ავტონომიურ-სენსორული მერიდიანული რეაქცია გამოეწვია.