in

Audi-მ 90-წლის წინ შექმნილი მანქანის დიზაინი რეალობად აქცია!

2024 Goodwood Festival of Speed-ის ფესტივალზე Audi Tradition-ს სულ არ გასჭირვებია აუდიტორიის აღფრთოვანება, რადგან წარსულის მანქანა Auto Union Type 52 შესთავაზა მათ. Schnellsportwagen-ადაც არის მონათლული, რაც გერმანულიდან რომ ვთარგმნოთ, სწრაფ სპორტულ მანქანას მივიღებთ. დახვეწილია და ოცნების მანქანას ჰგავს, რომელიც პირველად 1930-იან წლებში შემოგვთავაზეს, როგორც Auto Union-ის სარბოლო მანქანების კომპანიონი. 

BOG
BOG

თავდაპირველად სამადგილიან მდიდრულ გამოცდილებას სთავაზობდა მომხმარებლებს, თუმცა Type 52 არასდროს გასცდენია დიზაინის ეტაპს, მიუხედავად ამისა, მისი მემკვიდრეობა დღესაც აგრძელებს ცხოვრებას… აღსანიშნავია, რომ Type 52 იზიარებდა Silver Arrow-ს რევოლუციურ სულისკვეთებას, ამაყობდა დიზაინის იმ კონცეფციით, რომელიც დღემდე რჩება ფორმულა ერთისთვის მთავარ საკითხად.

როგორც ამბობენ, თავის დროზე რეალობად რომ ექციათ, ნამდვილი პიონერი იქნებოდა Gran Turismo-ს კატეგორიაში… დიზაინის პრიორიტეტი დაბალანსებული მართვა და წონის ოპტიმალური განაწილება იყო. ინტერიერის განლაგებასაც უნიკალურად აღწერენ, რომელიც მძღოლს ცენტრალურ პოზიციაზე ათავსებდა, რითაც სრულად ფოკუსირებულ გამოცდილებას უზრუნველყოფდა.

დღეს კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ აუდიმ ძველი ოცნებები რეალობად აქცია და Type 52 რეკრეაციული პროექტის ფარგლებში გააცოცხლა. თავდაპირველი დიზაინის ესკიზების გამოყენებით ამ უნიკალური შედევრის შესაქმნელად აუდიმ პარტნიორობა დაიწყო სახელგანთქმულ ისტორიულ სარბოლო მანქანის მწარმოებელ Crosthwaite & Gardner-თან. აქ ყველა ელემენტი, დაწყებული ხელით შექმნილი ალუმინის კორპუსიდან ძრავამდე, თავდაპირველი ხედვის ერთგული რჩება.

თუმცა ეს ამბავი ნოსტალგიების გაღვიძებაზე მეტია, აუდის ერთგულებაზე მოწმობს თავისი მდიდარი მემკვიდრეობისადმი და, ამასთან, ავტომოყვარულთა სამყაროში ინოვაციების საზღვრებსაც არღვევს… 

Samsung ჯანმრთელობის მონიტორინგისთვის ახალ ფუნქციებს გვთავაზობს

#სადანროგორ გავერთოთ 12-14 ივლისს — ღონისძიებების კალენდარი