in

ამბავი ბრენდისა, რომლის შეყვარების მერეც სხვას ვეღარ ეგუები – Audi-ს ვიდეო სერიები

ადამიანებს გვიყვარს საინტერესო ამბების მოსმენა პირადი გამოცდილებიდან. განსაკუთრებით, თუ ეს ამბები ისეთ ბრენდებს ეხება, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით თავიანთ სათქმელს ამბობენ, რომლებიც უბრალოდ პროდუქტის საწარმო კი არა, ნიშური კომპანიები არიან თავიანთი იდენტობით, რომლის გამოც ისინი გვიყვარს. ბრენდის სიყვარული ზოგჯერ შეიძლება იმდენად პერსონიფიცირებული იყოს, რომ ის ოჯახის წევრივით ან ერთგული მეგობარივით ახლობელი გახდეს, შენს ცხოვრებაში იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი ეჭიროს, რომ არასოდეს გაგიჩნდეს მისი სხვა ბრენდით ჩანაცვლების სურვილი. 

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ მომხმარებლის ასეთი სიყვარულის მოპოვება ყველას არ შეუძლია, თუმცა არიან ბრენდები, რომლებმაც ეს მოახერხეს. ერთ-ერთი ასეთია Audi, ავტომწარმოებელი, რომელიც უკვე ას წელზე მეტია, ქმნის პრემიუმ ხარისხის მანქანებს. ჯერ კიდევ გასული საუკუნიდან მოყოლებული, ის ორიენტირებულია ხარისხსა და თანამედროვეობაზე, მომხმარებლის კმაყოფილებაზე, თანამედროვე ტექნოლოგიაზე. თუ მის ისტორიას გადაავლებთ თვალს, ნახავთ, რომ ის არასოდეს ჩერდება, მუდმივად მიიწევს წინ, რათა არათუ არ ჩამორჩეს, არამედ დროსაც გაუსწროს ზოგჯერ.

ცოტა ხნის წინ „აუდი საქართველომ” რამდენიმე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც სერიული ხასიათი ექნება. ეს არის მოკლედ გადმოცემული ამბები იმ ადამიანებისგან, რომლებიც ფლობენ ან გამოცდილი აქვთ აუდის მართვა. ისინი სხვადასხვანი არიან, სხვადასხვა პროფესიით, სურვილებითა და ინტერესით, თუმცა აქვთ საერთო სიყვარული და ეს ამ შემთხვევაში აუდის სიყვარულია. ჯერ პირველი ვიდეო ვნახოთ და მერე გავაგრძელოთ.

„ყოველი ახალი გამოწვევა გვაძლევს შესაძლებლობას, შევქმნათ რაღაც უნიკალური, უფრო მასშტაბური, რაც ჩვენს ცხოვრებას უფრო საინტერესოს ხდის“, – გვეუბნება ვიდეოში ანტრეპრენერი ბაჩო ხაჩიძე. ამ ვიდეოების მიზანია, დაგვანახოს აუდი, როგორც პროგრესული, თანამედროვეობას ყოვლად მორგებული ავტომობილი, რომელიც შენი ცხოვრების რთულ გზას თავისი ძალებით ამარტივებს და გეხმარება, იყო გამორჩეული. 

Audi-ზე და ახალ კამპანიაზე გვესაუბრება სალომე კენჭოშვილი, აუდი საქართველოს CMO:

აუდი აწარმოებს პრემიუმ ხაზის ავტომობილებს, რომლებიც ფოკუსირდება ადამიანების საჭიროებებზე, რაც თავის მხრივ, მობილობის ახალ ერას ქმნის. ბრენდის ავტომობილები სპორტულობის, თანამედროვე ტექნოლოგიების, უმაღლესი ხარისხისა და პროგრესული დიზაინის ნაზავია, რომელიც აუცილებლად ამართლებს ბრენდის სლოგანს Vorsprung durch Technik (რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: იარე წინ ტექნოლოგიების დახმარებით). იდეაზე მუშაობისას ჩვენი მთავარი მიზანი იყო, ისეთი პროდუქტი შეგვექმნა, რომელიც სწორედ ამ ღირებულებებს გაუსვამდა ხაზს. ადამიანებთან საკომუნიკაციოდ კი ჩვენი აზრით ყველაზე კარგი საშუალება პირდაპირი საუბარი და საკუთარი გამოცდილების გაზიარებაა.

M: უშუალოდ ახლა რატომ გადაწყდა ამ იდეის დამუშავება და აუდის ამ ღირებულებებზე ხაზგასმა, რაც ვიდეოებიდან ჩანს? რამეს ხომ არ უკავშირდება ბრენდის მხრიდან ეს?

აუდი ყოველთვის უსვამს ხაზს იმ ღირებულებებს, რომლებსაც მიჰყვება. იქნება ეს დიზაინი, კომფორტი, ტექნოლოგიები თუ უმაღლესი შესრულება, რაც ფაქტობრივად, ბრენდის დნმ-ის ნაწილია. ბოლო თვეების განმავლობაში, ბრენდმა სრულიად განსხვავებული რამდენიმე კონცეპტ ავტომობილი წარადგინა, რომელიც ზუსტად მიჰყვება აუდის იდეას – შექმნას მომავალი დღეს. ამის გათვალისწინებით, ჩვენც გადავწყვიტეთ, კიდევ ერთხელ გვესაუბრა იმ მომავლის ტექნოლოგიებსა და პრემიუმ მობილობაზე, რომელიც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, მართოს მომავლის ტექნოლოგია დღეს. 

M: ვინ იყო ჩართული უშუალოდ პროცესში, როგორ გადაწყდა რესპონდენტების შერჩევა და სხვა, ვიდეოსთვის საჭირო დეტალები?

როდესაც ვსაუბრობდით იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჩვენი ბრენდის ამბასადორებად განვიხილავდით, პირველი, რაზეც ვფიქრობდით, იყო ის, რომ შეგვერჩია თანამედროვე ცხოვრებასა და ტექნოლოგიურ სიახლეებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადამიანები, რომლებიც ისაუბრებდნენ, თუ რა როლი აქვს მათ ყოველდღიურობაში ტექნოლოგიებს და როგორ ამარტივებს ეს ყველაფერი მათ ცხოვრებას. ჩვენი რესპონდენტები ან უკვე აუდის მფლობელები არიან, ან საკუთარ თავზე გამოცადეს ავტომობილი და გვიყვებიან საკუთარ შეხედულებებს, გვიზიარებენ გამოცდილებას. პროცესში აუდის გუნდი და სააგენტო ვიღებდით მონაწილეობას და ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობით მართლაც ძალიან კარგი პროექტი შევქმენით. 

ვიდეო სერიების შექმნის პროცესსა და თავის გამოცდილებაზე, სააგენტო Socialshark-იც გვიზიარებს მოსაზრებას:

ამ კამპანიაში ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, შეგვენარჩუნებინა ბრენდის ნიშური პოზიციონირება და ამავდროულად, დაგველინკა ადგილობრივ ბაზართან, გვეჩვენებინა, თუ რას ნიშნავს, იყო აუდის მომხმარებელი და როგორ ხდება ყველა ადამიანი ბრენდზე შეყვარებული, ავტომობილთან თუნდაც ერთი შეხების შემდეგ. ჩვენი მიზანი აღნიშნულ სერიაში ვიდეოების ავთენტურობა და ბაზართან რელევანტურობაა, ბრენდთან იმ ადამიანების დაკავშირება, ვისთვისაც ტექნოლოგიები, დრო და მუდმივი პროგრესი მნიშვნელოვანია. ვთვლით, მომხმარებელს სწორედ ეს დაამახსოვრებს თავს, შეძლებენ პარალელი გაავლონ და ამოიცნონ თავი, როგორც აუდის მომხმარებელმა.

M: ყველა ვიდეო მსგავს თემატიკაზე იქნება თუ განსხვავებულია ერთმანეთისგან?

ყველა ვიდეო ერთი მიზანს ემსახურება, თუმცა გვიამბობს განსხვავებული ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებზე, რაც ხაზს უსვამს აუდის სამოდელო ხაზის თითოეული მოდელის ინდივიდუალურობასა და ამ მოდელებში სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე.


აუდის, როგორც ბრენდის მთავარი ნიშა ისაა, რომ ერთხელ მიღებული გამოცდილების შემდეგ, იგი სამუდამოდ გამახსოვრებს თავს და გიჭირს სხვა ბრენდზე გადასვლა. იგი შენი ნაწილი ხდება, რომელიც როგორც მომხმარებელს, შეუცვლელ გამოცდილებას განიჭებს, ემოციებს, რომლებიც მხოლოდ აუდის მართვისას მოდის. ეს ვიდეოსერიებიც სწორედ ამის მაგალითებია, რომლებიც კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რას ნიშნავს, იყო ყველასათვის საყვარელი ბრენდი.

კრედიტები:

დამკვეთი: აუდი საქართველო

სააგენტო: Socialsharks
გადამღები კომპანია: Spitfire Media

[R]

განახლებული Fintech.ge საქართველოს ბანკისგან

„თბილისის უფასო მაღაზია“ Tegeta Care-ზე