სამყაროს საოცარი ტემპებით განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ავტომობილია. სხვადასხვა მწარმოებელი კომპანიები ყოველდღიურად ცდილობენ თავიანთი პროდუქციის გაუმჯობესებას და ახალი მწვერვალების დაპყრობას. ასეთი განვითარებით თუ ვიმსჯელებთ, რთული წარმოსადგენია, როგორი შეიძლება იყოს ავტომობილი უახლოეს მომავალში. თუმცა, Audi-მ მაინც მოძებნა ისინი, ვინც მსგავს რთულ ამოცანას თავს მარტივად გაართმევენ. ვერცერთი ზრდასრული ადამიანის წარმოსახვა ბავშვის ფანტაზიასთან ახლოს ვერ მივა, ამიტომაც შეარჩია კომპანიამ ისინი მომავლის ავტომობილის მახასიათებლების გამოსარკვევად.














