Audi წინ მისი ახლად წარმოდგენილი, სრულიად ელექტრო სპორტული ავტომობილი Concept C-ით მიიწევს, რომელიც სიმარტივესა და ტაქტილურობას ანიჭებს უპირატესობას და გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ საით აპირებს ოთხრგოლიანი ლოგოს მქონე ბრენდი წასვლას…
Concept C-ის ინსპირაცია მემკვიდრეობაში მოიძიეს, თუმცა ისე, რომ მომავლის ხედვა არ დაეკარგათ. ვერტიკალური ცხაური 1936 წლის Auto Union Type C-ს მოგვაგონებს, ხოლო ზედაპირი 2004 წლის Audi A6-ს. რაც შეეხება ტიტანის საფარსა და თამამ განათებას, ახალ თავს აღნიშნავს, რომელსაც CEO გერნოტ დიოლნერი და დიზაინის ხელმძღვანელი მასიმო ფრასჩელა სიცხადეს უწოდებენ.

ფარებს კი ბრენდინგის სივრცედ თვლიან, ამიტომაც მასზე, 4-რგოლიანი ლოგოს მსგავსად, ოთხ ჰორიზონტალურ წრიულ ნათებას ვხედავთ. მანქანის პროპორციები კი ისეთ რჩეულ მოდელებს მოგვაგონებს, როგორებიცაა TT და R8, თუმცა საკუთარი ხელწერაც აქვს დამატებული…

Audi-მ ტრადიციული უკანა ფანჯარაც კი გააუქმა და მას ციფრული უკანა ხედვის სისტემა აირჩია — ამგვარი დიზაინერული გადაწყვეტილებით კი ბრენდი Polestar-ის მსგავს ბრენდებს უახლოვდება.

ხოლო მანქანის სალონში უფრო მეტად ტაქტილურ დეტალებზე არიან ორიენტირებულნი, გასაშლელ ციფრულ დისპლეებს ალუმინის გადამრთველებთან აერთიანებენ, რითაც Audi click-ის მსგავსი რამ იქმნება. ზედაპირები შალით, ტყავითა და მეტალით არის მოპირკეთებული. საკმაოდ მინიმალისტური დიზაინია, რათა ვიზუალურ გადატვირთვაზე მეტი ყურადღება შეხების გამოცდილებაზე გაემახვილებინათ.

მართალია, სხვა მონაცემები ჯერ კიდევ საიდუმლოდ რჩება, მაგრამ აუდიმ ამის გარეშეც მოახერხა, დაემტკიცებინა, რომ მხოლოდ დიზაინის ერთჯერად ექსპონატს არ წარუდგენდა მაყურებელს, რომ ეს კონცეფცია სპორტული მანქანების შემდეგი თაობაა…

![]()















