in

Audi-ს სენსორებს ველოსიპედისტების გადარჩენა შეუძლია

საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის უახლესი მონაცემებით, 2019 წლიდან, მანქანასთან შეჯახების შედეგად დაზიანება 49 000-მა ველოსიპედისტმა მიიღო, მათგან 850 შემთხვევა კი ფატალურად დასრულდა. ამიტომ, ახლა Audi ამ სიტუაციასთან გამკლავებას ისახავს მიზნად.

კომპანია თავის მანქანებს გამაფრთხილებელ სისტემას ამატებს, რომელიც მძღოლს ველოსიპედის მიახლოების შესახებ აფრთილებს. 

მძღოლი დაინახავს არის თუ არა ველოსიპედისტი მის უკან, გზის მარცხენა თუ მარჯვენა მხარეს, სისტემა მას მოსალოდნელი ავარიის შესახებაც გააფრთხილებს. ასე რომ, თუ თქვენ უეცრად ზოლის შეცვლას ან მანქანის მობრუნებას გადაწყვეტთ, საავარიო სიტუაციებისგან მაქსიმალურად დაზღვეული იქნებით, — ამბობს ანუპა მალჰოტრა, Audi-ს მომსახურების დირექტორი.

ხოლო ფიჭური ტექნოლოგიით — C-V2X სისტემა მანქანასა და გზის სხვა არასატრანსპორტო საშუალებებს შორის კავშირს ავტომატურად გააქტიურებს. საფრთხის შემთხვევაში კი მძღოლები ეკრანზე ყვითელ სიმბოლოს დაინახავენ, რომელიც ველოსიპედს ან მის მდებარეობას ჩვენს მანქანასთან მიმართებით აჩვენებს. 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ამ საკითხზე Audi-მ მოძრაობის უსაფრთხოების კომპანია Spoke-თან, უკაბელო ტექნოლოგიების კომპანია Qualcomm-სა და სატრანსპორტო საკომუნიკაციო კომპანია Commsignia-თან ერთად იმუშავა.

თუმცა სისტემის სუსტ მხარედ რადიოს მსგავს ტექნოლოგიას თვლიან — მანქანა მხოლოდ მაშინ შეამჩნევს ველოსიპედს, როცა მასაც მსგავსი ტექნოლოგია ექნება ჩამონტაჟებული. 

 

კარფურის 10 წლის იუბილე – ერთგულების 10 დღე და „მაიქლაბ“ ქულების მოგების შანსი

MIT-ის მეცნიერებმა სმენის აღდგენა რეგენერეაციული თერაპიით შეძლეს