დაიწყო MotoGP-ის ახალი სეზონი, რომელიც პორტუგალიის გრან-პრიმ გახსნა. მის ფარგლებში მსოფლიო ჩემპიონატის სულ 21 ტურია დაგეგმილი. ამ სეზონზე ერთმანეთის პარტნიორები იქნებიან Audi Sport და Ducati. როგორც ორივე მხარის წარმომადგენლები ამბობენ, თანამშრომლობის ეს მოდელი ფორმულა 1-ში ერთობლივი ჩართვის დასაწყისიც შეიძლება გახდეს.
MotoGP ყველაზე ძველი მსოფლიო ჩემპიონატია მოტოსპორტში. ავტორბოლისგან განსხვავებით, MotoGP არის სპორტი, სადაც მაყურებელს ყველაფრის დანახვა შეუძლია. მაგალითად, როგორ არეგულირებს წონასწორობას მძღოლი და სხვა ბევრი დეტალი.
Audi Sport-ის პარტნიორობა Ducati-ს გუნდთან მოტოციკლების რბოლების პრემიერ კლასში ახლა არ დაწყებულა. გასულ წელს ორმა გუნდმა წარმატებით ითანამშრომლა Audi RS Q e-tron-ისა და Ducati DesertX-ის ერთობლივ ტესტირებაში. ამ დროს ორმა ბრენდმა ერთმანეთში გამოცდილება და მნიშვნელოვანი ღირებულებები გაცვალა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მოტორბოლის ელექტრომობილური ტრასნფორმაციისკენ საერთო მისწრაფება.
პრემიუმ ბრენდ ჯგუფში, რომელიც Audi-სა და Ducati-ს გარდა, ასევე მოიცავს Lamborghini-ს და Bentley-ს, ავტომობილებისა და მოტოციკლეტების მწარმოებლები უკვე მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. Audi ელექტრომობილურობაზე გადასვლაში პიონერია და მისი გამოცდილებით სხვა ბრენდებსაც შეუძლიათ სარგებლობა.