რამდენიმეწლიანი სპეკულაციების შემდეგ VW ჯგუფი ოფიციალურად უერთდება ფორმულა 1-ს პორშესთან და აუდისთან ერთად. ორშაბათს Volkswagen-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰერბერტ დიესმა განაცხადა, რომ არანაირი არგუმენტი არ არსებობს საიმისოდ, რომ ეს ორი ბრენდი ფორმულაში არ მიიღებს მონაწილეობს, რადგან ასპარეზობა ბევრად მეტ სარგებელს მოუტანს ორივეს, ვიდრე მის გარეთ დარჩენა.
პორშეს გეგმა ფორმულა 1-ში შესვლის შესახებ, როგორც ჩანს, დამოკიდებულია რედ ბულთან, როგორც ძრავის მწარმოებელთან დაკავშირებაზე, გუნდს პოტენციურად გადაერქვა Red Bull Porsche.
Audi-ის გეგმა ნაკლებად კონკრეტულია. უკვე რამდენიმე წელია, ამის შესახებ ბჭობა მიდის და, როგორც იქნა, გადაწყვეტილება მიღებულია. ორივეს, Audi-სა და Porsche-საც აქვთ დიდი გამოცდილება მოტოსპორტის სხვადასხვა ხარისხში.