in

დეფექტების აღმოჩენის გამო Audi-მ და Volkswagen-მა მანქანები გაიწვიეს

ორმა გერმანულმა ბრენდმა, Audi-მ და Volkswagen-მა არაერთ მოდელს უპოვეს წუნი ორი მიზეზით: საბურავების წნევის მონიტორინგი და საინფორმაციო გასართობი სისტემის ძაბვის რეგულატორები, რის გამოც, ჯამში ორივე მარკამ 231 780 მანქანა გაიწვია. დაზარალებულ მოდელებს შორისაა Audi S3, Volkswagen Golf GTI და სხვა. 

საინფორმაციო-გასართობ სისტემაში ხარვეზი ძაბვის დეფექტურმა რეგულატორმა გამოიწვია. არსებობდა საფრთხე, რომ ის დააზიანებდა სისტემას კონსოლში, როცა მანქანა გამორთულია. რაც შეეხება საბურავების წნევას, თუ ოთხივე მათგანი დაკარგავს წნევას ერთნაირი სიჩქარით, სისტემამ შეიძლება მძღოლს დროულად არ აცნობოს, რაც ხელს შეუშლის ავარიების პრევენციას.

ხარვეზების გამოსწორების გამოსავალი, ცხადია, არსებობს და მარტივია – ეს მოდელები განახლდება, თუმცა ვისაც უკვე შეძენილი ჰყავს ამ სიაში შემავალი რომელიმე მოდელი, ავტომწარმოებლები ურჩევენ მათ, რომ დილერთან მიიყვანონ მანქანა. იგეგმება, რომ დროული რეაგირების შემთხვევაში, 2022 წლის 30 დეკემბრამდე ყველა მანქანა უნდა განახლდეს.

Audi-ს მოდელებს უფრო მეტად საინფორმაციო-გასართობი სისტემების პრობლემა აქვთ. ეს მოდელები მოიცავს როგორც 2021, ისე 2022 წლის გამოშვებებს. როგორც ავტომწარმოებელი ამბობს, საკმარისი არ იქნება მხოლოდ ამ სისტემის განახლება, არამედ საჭიროა სრულიად ახალი საინფორმაციო გასართობი ერთეულები Audi-ს ამ მოდელებისთვის.

Audi-ს მანქანები, რომლებსაც  საინფორმაციო-გასართობი სისტემა აქვთ დაზიანებული:

2021 და 2022: A6 Allroad, A8, E-Tron

2022: A3, A4, A4 Allroad, A5 კუპე და კაბრიოლეტი, A6, A7, E-Tron GT, Q3, Q7, Q8, RS Q8, RS6, RS7, S3, S4, S5 კუპე და კაბრიოლეტი, S6, S8, SQ7 , SQ8.

როგორია ალფა თაობის კარიერული არჩევანი?

3 გზა, მომმარაგებლებთან ნდობის ჩამოყალიბებისთვის