in

Audi E-Tron უკვე საქართველოშია!

ეს არის ახალი ეპოქისთვის განკუთვნილი აუდის პირველი სრულიად ელექტრო ყველგანმავალი

ავტომოყვარულებისთვის ძალიან კარგი სიახლე გვაქვს — აუდის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში ახალ, სრულიად ელექტრო ავტომობილ E-Tron-ს წარმოგვიდგენს. იგი ბრენდის პირველი ელექტრომობილია, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ამბავს.

აღნიშნული მოდელი დიდი ხნის განმავლობაში არ ყოფილა ჩვენი ბაზრისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შედეგად, ი-ტრონის გამოყენება უკვე ქართველ მომხმარებლებსაც შეეძლებათ. საგულისხმოა, რომ ავტომობილის გაყიდვები უკვე დაწყებულია. მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე მოდელების შეზღუდული რაოდენობაც კი არის დარჩენილი. გაყიდვების ასეთი სტატისტიკა სრულიად ბუნებრივი და მოსალოდნელი იყო  — მას საქართველოში დიდხანს ელოდნენ, შესაბამისად, ჩამოსვლის დღიდან საკმაოდ ბევრი დაინტერესებული ადამიანი ყიდულობს.

აუდი ი-ტრონი პრემიუმ კლასის ავტომობილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს შეაბიჯოს მომავლის სამყაროში, დატკბეს მაღალტექნოლოგიური ავტომობილით და ამავდროულად მიიღოს აუდისთვის დამახასიათებელი მაღალი კომფორტის შეგრძნება. ეს არის აუდის პირველი სრულიად ელექტრო ყველგანმავალი, რომელიც სპორტული ყოველდღიურობის უსაფრთხო თანამგზავრი გახდება ახალ ეპოქაში. “მას გააჩნია აუდისთვის დამახასიათებელი პირადი სივრცისა და მძლავრი მართვის გამოცდილება, არ აქვს მნიშვნელობა სად იმოგზაურებთ, ი-ტრონი ყოველდღიურობისთვისაა შექმნილი, ნებისმიერ ადგილას ერთგული კომპანიონი გახდება — აღნიშნავს აუდის მარკეტინგის ხელმძღვანელი სალომე კენჭოშვილი.

აღსანიშნავია, რომ მოდელის შემოყვანასთან დაკავშირებით, აუდი საქართველომ მასშტაბური კამპანია წამოიწყო და აუდის ისტორიაში ყველაზე გრძელი ტესტ-დრაივი გააკეთა. მოგზაურობა გერმანიიდან, ქალაქ ინგოლშტადტიდან დაიწყო, სადაც აუდის სათავო ოფისი და მუზეუმი მდებარეობს. ტესტ-დრაივს ყველასათვის ცნობილი ლუკა ნაჭყებია და ანდრო დგებუაძე უძღვებოდნენ. გარდა ამისა, ეს არის პოდკასტების სერია, რომელშიც წამყვანები უამრავ საინტერესო თემაზე საუბრობენ:

მოგეხსენებათ საქართველოს ბაზრისთვის ი-ტრონი დიდი ხნის განმავლობაში მიუწვდომელი იყო, დიდხნიანი მოლაპარაკების საფუძველზე, ჩვენ შევძელით მისი საქართველოს ბაზარზე წარმოდგენა. შესაბამისად, გვინდოდა განსხვავებული და საინტერესო კამპანია გაგვეკეთებინა, რომელიც მხოლოდ ბრენდის ცნობადობაზე არ იქნებოდა ორიენტირებული და კარგად დაამახსოვრებდა თავს საზოგადოებას. აუდის ისტორიაში ყველაზე დიდი ტესტ-დრაივის იდეაც სწორედ ამიტომ მოგვეწონა, მასზე კრეატიულმა სააგენტო მოზაიკამ იმუშავა, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ასეთი საინტერესო კამპანიის შექმნისთვის.  შედეგებიდან გამომდინარე კი, ვფიქრობთ დასახულ მიზანს მივაღწიეთ.  კამპანიის ფარგლებში ჩვენმა წამყვანებმა, ი-ტრონის შესაძლებლობების გარდა, ძალიან საინტერესო თემებზეც ისაუბრეს და ავტო პოდკასტების სახით, ახალი სტანდარტი დაამკვიდრეს” — განმარტავს სალომე კენჭოშვილი. 

[R]

იაპონიაში რობოტებს სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებისთვის გამოიყენებენ

ნახეთ: ზღაპრულ მოჩვენებებად ქცეული ღრუბლები