Audi, რომლისთვისაც მომხმარებლის მოთხოვნები უპირატესია და სურს, რომ ეს ყველა დეტალით გამოხატოს, მომავალი მანქანების ხაზში მოთხოვნილი ფუნქციების დანერგვას განიხილავს. როგორც ტექნიკური განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, ოლივერ ჰოფმანი ამბობს, შემდეგი თაობის ელექტრონული არქიტექტურის მეშვეობით, ბრენდი წლიდან წლამდე ახალ ფუნქციებს შეიტანს თავის მანქანებში.
Audi-ს უკვე აქვს მოთხოვნის გამოწერის ფუნქციები კონკრეტულ მოდელებზე. მაგალითად, , 2022-2023 წლების Audi A3 და S3 მოდელები შეიძლება აღიჭურვოს გაუმჯობესებული სანავიგაციო პაკეტით თვეში 80 დოლარად ან წელიწადში 800 დოლარად.
ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ფუნქციები დაემატება მომავალ სრულად ელექტრო Audi A4-ს, მაგრამ როგორც ირკვევა, ის იქნება შემდეგი მოდელი, რომელზეც მომხმარებელს პერსონალური ფუნქციების მოთხოვნის საშუალება ექნება.
Audi-სთვის ეს საინტერესო მიმართულებაა არა მხოლოდ თავისი სერვისების გასაუმჯობესებლად, არამედ დამატებითი შემოსავლის წყაროს მისაღებადაც. იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების ეს ფორმატი ჯერ არ არის ბოლომდე დანერგილი და არც გატესტილია, თუ როგორ მუშაობს რეალურად, ძნელია იმის თქმა, რამდენად წარმატებული იქნება ის Audi-სთვის, თუმცა, თუ დღევანდელი მდგომარეობით ვიმსჯელებთ, მომხმარებელი კმაყოფილი უნდა დარჩეს.
როგორც აღვნიშნეთ, ახალი სერვისი ოფიციალურად დაინერგება ახალ მოდელებში და აქედან პირველი მთლიანად ელექტრო A4 e-tron იქნება. ეს ელექტრომობილი დაფუძნებული იქნება Premium Platform Electric პლატფორმაზე და მომხმარებელს 510 ცხენის ძალას შესთავაზებს.