in

მაღალი მოთხოვნა ელექტრომობილებზე და გაზრდილი გაყიდვები – Audi

Audi Group-მა 2023 წელი მიწოდების ძლიერი მაჩვენებლებით დაიწყო. პირველ კვარტალში ბრენდის ჯგუფმა დაახლოებით 422,000 Audi, Bentley და Lamborghini გამოუშვა. ეს 8 პროცენტით მეტია, ვიდრე იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ნახევარგამტარების მიწოდების გაუმჯობესებულმა ვითარებამ კომპანიას საშუალება მისცა, უკეთ დაეკმაყოფილებინა მაღალი მოთხოვნა Audi-ს მოდელებზე, განსაკუთრებით ევროპასა და აშშ-ში. კომპანიის შემოსავალი 16,9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ელექტრომობილების მიწოდების 43-პროცენტიანი ზრდა მიუთითებს, რომ ბრენდ ჯგუფი სწორ გზაზეა.

ელექტრიფიკაციის მიმდინარე გზაზე Audi-მ მნიშვნელოვანი სიჩქარე აკრიფა: ბრენდმა დაახლოებით 20 ახალი მოდელის გამოშვება დააანონსა 2023 წლის ბოლოს და 2025 წლის ბოლოს, რომელთაგან ათზე მეტი ელექტრო იქნება.

Audi-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკუს დიუსმანი ამბობს, რომ ბრენდის ელექტრო პორტფელი უკვე ძალზე მიმზიდველია საზოგადოებისთვის და ელექტრომობილობის ტენდენციის დაჩქარებაში კომპანიას დიდი წვლილი შეაქვს.

ამჟამინდელ რეიტინგს Audi განიხილავს, როგორც გაუმჯობესებისკენ მიმავალ ნაბიჯს, რაც ბრენდის ღირებულებებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ძლიერ დაწყებაში თავიანთი წვლილი შეიტანეს ბრენდის ქოლგის ქვეშ გაერთიანებულმა ისეთმა ბრენდებმა, როგორებიცაა: Bentley, Lamborghini და Ducati. Lamborghini რჩება რეკორდსმენად და მისი გაყიდვები 3.3%-ით გაიზარდა. კომპანიის მოლოდინი სამომავლოდაც პოზიტიური რჩება. გუნდში ფიქრობენ, რომ ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვა Audi-ს შემოსავლებს კიდევ უფრო გაზრდის.

სამყარო ფინანსური ბარიერების გარეშე — ფინტექ კომპანია BKN301 უკვე საქართველოშია!

Spotlight Tech-ის გენერალური პარტნიორია Visa!