in

Audi Grandsphere-ის შთაგონებით აწყობილი ხის მანქანა შვილისთვის – ვიეტნამელი ოსტატის პროექტი

ტრუონგ ვან დაომ, ცნობილმა დურგალმა და მოქანდაკემ ვიეტნამში, თავისი ერთი წლის ქალიშვილისთვის საუკეთესო სათამაშო მანქანა შექმნა. ის შთაგონებული იყო Audi Grandsphere კონცეპტუალური მანქანით, რომლის მინიატურული ვერსიის დამზადება დაიწყო, როგორც დაბადების დღის საჩუქარი თავისი პატარა გოგონასთვის. 

მან ხის ნაჭრების, ბორბლებისა და ღერძების მეშვეობით ააწყო Grandsphere-ის მსგავსი მოდელი, რომელსაც პატარა ელექტროძრავა დაუყენა და საკმარისი სიმძლავრე აქვს საიმისოდ, რომ იმოძრაოს. 

აღსანიშნავია, რომ ვან დაომ სპეციალურად შეარჩია მასალაც. ის მუხის ხეს იყენებს, რომლითაც გერმანული კონცეფციის დახვეწილი ხაზების მიღებაა შესაძლებელი. თითოეულ დეტალს ოსტატი საგულდაგულოდ ამუშავებს და საბოლოოდ, არაჩვეულებრივ შედეგს იღებს. ვან დაო აღნიშნავს, რომ ეს გადამწყვეტი ნაბიჯია, რადგან განსაზღვრავს, როგორ გამოიყურება საბოლოო პროდუქტი. თავად ორიგინალ Grandsphere-ს აქვს ლამაზი და გლუვი დიზაინი. იგივე ეფექტის მისაღწევად, ის იყენებს პატარა წრიულ ხერხს უხეში კიდეების გასასწორებლად და ხის მანქანას ელეგანტურ იერს აძლევს. ეს არის შრომატევადი პროცესი, რომლის დასრულებას შეიძლება რამდენიმე კვირაც დასჭირდეს, თუმცა ის, რაც უკვე აწყობილია, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება.

ვან დაომ უკვე რამდენჯერმე დატესტა თავისი ნამუშევარი და მის გვერდით თავისი გოგონაც იყო. მამა-შვილის ამ ერთობლივმა პროექტმა უკვე მრავალი ადამიანის ყურადღება მიიპყრო და პოზიტიური შეფასებაც მიიღო.

ნახეთ: როგორ გამოიყურება ინსომნია?

რა ხდება, როცა ხმოვან ასისტენტს არასწორად ესმის მითითება?