საუდის არაბეთში ქალბატონებს უკვე ოფიციალურად შეუძლიათ მართვის მოწმობის აღება და საჭესთან თავისუფლად დაჯდომა. Audi, 2017 წელს, მეფე სალმანის მიერ მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას სარეკლამო ვიდეორგოლით აღნიშნავს. კომპანიისთვის სპეციალური ვიდეო სააგენტო Gerrit Zinke-მ მოამზადა.














