in

Audi-მ მეისი უილიამსი აამღერა – რეკლამა სუპერთასისთვის

BOG
BOG

Audi-მ სუპერთასისთვის შექმნილ კამპანიაში “სამეფო კარის თამაშების” მსახიობი მეისი უილიამსი აამღერა. ვიდეორგოლი ავტომწარმოებლის ელექტრომობილ Audi E-Tron-ს ეძღვნება. სიუჟეტის თანახმად კი, მეისი საცობში ხვდება. გარშემო სრული ქაოსი და დიდი აგრესიაა. ის კი, უბრალოდ, სიმღერას იწყებს, რომელიც მას დაბრკოლების დაძლევაში ეხმარება. ეს გასული ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერაა Let It Go, მულტფილმიდან Frozen. სუპერთასი სარეკლამო ინდუსტრიისთვის წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, სადაც ვიდეორგოლის განთავსება კოლოსალურ ხარჯებს უკავშირდება. მაგალითად, წელს, 30-წამიანი რეკლამის განთავსება $5.6 მლნ ღირდა.

https://www.youtube.com/watch?time_continue=60&v=WvEAklsAAts&feature=emb_title

8 თებერვალს Untitled Gallery Tbilisi-ში თამარ გიორგაძის გამოფენა “ანამნეზი” იხსნება

ქუთაისის ქარხანა პირველ ელექტომობილებს აგვისტოში უშვებს