სინათლე სრულად ცვლის სივრცეს, ემოციებსა თუ პერსპექტივებს და ეს აუდიმაც კარგად იცის. ამიტომაც აქვს Audi A6 Avant e-tron-ის პანორამული ლუქი გადართვადი გამჭვირვალობით, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, შემოუშვან ან დაბლოკონ ბუნებრივი სინათლე მაშინ, როცა მოესურვებათ. აღნიშნული Audi-ით გადაადგილებისას არსებული გამოცდილების განმსაზღვრელ ელემენტად გვევლინება და ახალი კამპანიაც ამას ეხება.
„სინათლის დინამიკური სთორითელინგის ხელსაწყოდ გამოყენებით, რაღაც იმერსიული და გასართობი შევქმენით. მაგარი გზაა აუდის ინოვაციური ტექნოლოგიის საჩვენებლად“, — აცხადებს უჩე ეზუგვი, BBH-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
თეატრის სცენაზე სინათლე მთავარი პერსონაჟისკენ რომ არის მიპყრობილი, ზუსტად ასე ხდება აუდის რეკლამაშიც, ოღონდ ახლა სცენას აუდის სალონი ანაცვლებს. მუსიკალური შესრულების მომსწრე ხდებით, უფრო ზუსტად, Reel 2 Real-ის I like to move it-ს მოისმენთ, რაც რეკლამას ცოტათი სასაცილოს ხდის.
„აუდიში დიზაინისა და ტექნოლოგიების საზღვრებს ვარღვევთ, რათა პროგრესული გამოცდილებები შევქმნათ. კამპანიაც იდეალურად ასახავს ამ ეთოსს — პრაქტიკულ ფუნქციას რაღაც არაჩვეულებრივად ვაქცევთ. სინათლისა და მუსიკის ურთიერთქმედება A6 Avant e-tron-ის პანორამულ მზისგან დაცვას აცოცხლებს იმ გზით, რომელიც აუდის შესაფერისია: პრემიუმი, დახვეწილი და ინოვაციური. ახალი გზაა იმის საჩვენებლად, თუ როგორ ვხედავთ ელექტრო მობილობას“, — განმარტავს ტონი მური, აუდის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
Light, as you like it-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო BBH London-მა იმუშავა.