in

Audi-ს განახლებულ ლოგოში თითქმის არაფერი შეცვლილა

Audi-ს იმდენად უყვარს თავისი ლოგოს კლასიკური დიზაინი, რომ რებრენდინგის დროსაც კი თითქმის ძველის ანალოგს გთავაზობს. რეალურად კი 2016 წელს „ისედაც გამარტივებული“ რგოლები კიდევ უფრო ბრტყელი გახდა — ახალ ემბლემას ოთხი თეთრი რგოლი აქვს, რომლებიც შავი ფერით არის გარშემორტყმული, რათა შორიდან ადვილად აღქმადი იყოს, როგორც ჟურნალებსა და ბილბორდებზე, ისე ციფრულ სივრცეში.

„ვფიქრობთ, ახალი „ქრომის პიგმენტი“ ვიპოვეთ. რგოლების ირგვლივ დახვეწილი შავი ზოლი თანმიმდევრულ პრემიუმ იერს უზრუნველყოფს“, — აღნიშნავს დიზაინერი ანდრე გეორგი.

აუდის დიზაინის ხელმძღვანელის, მარკ ლიხტეს თქმით კი, „კარგი დიზაინი ნაკლები დიზაინია“. ეს ხსნის იმას, რომ ავტომწარმოებელმა ბევრი ცვლილება არ შეიტანა ლოგოს ვიზუალში და შეინარჩუნა რგოლები, რომლებიც გერმანული ავტომობილების ოთხ კომპანიას გამოხატავს — Audi, DKW, Horch და Wanderer.

გარდა ამისა, Audi-მ წარმოადგინა ახალი შრიფტი, სახელწოდებით “Audi Type”. ემბლემის დებიუტი კი 2024 წელს Audi Q8 e-tron-ზე შედგება.

დიაბეტით დაავადებულებში AI-ს თვალის სკრინინგისთვის გამოიყენებენ

Spotify ვიდეო პოდკასტინგის ფუნქციებს აფართოებს