in

Audi-ს მომხმარებელთა გუნდებმა სხვადასხვა ქვეყნის რბოლებში რამდენიმე ტიტული მოიგეს

ოქტომბრის მეორე შაბათ-კვირას Audi Sport-ის მომხმარებელთა რბოლამ და მისმა გუნდებმა მრავალი წარმატება დააფიქსირეს ამერიკაში, აზიასა და ევროპაში. 2021 წლიდან მოყოლებული აუდიმ ამ მიმართულებით არაერთი ტიტული მოიპოვა. 

ევროპული სერიის ტიტულს Audi Sport-ის მომხმარებელთა გუნდი წელს უკვე მესამედ იგებს. რბოლა საკმაოდ დაძაბული იყო. სახელები, რომლებმაც ამ რბოლაში გაიჟღერეს, იყო: ენტონი ბელტუაზი და ჰენრი ჰასიდი, პიტერ გუელინქი და სტიენეს ლონგინი. 

Audi R8 LMS GT3-ით მონაწილეთა შორის დასამახსოვრებელი იყო გუნდი Scherer Sport PHX და მისი წევრები, ფრენკ სტიპლერირომელმაც რბოლა ამჯერად დაიწყო Audi Sport-ის დიდი ხნის მომხმარებელთან, კრისტოფერ მიესთან ერთად. მათ ტაქტიკურად ჭკვიანური რბოლა აჩვენეს და სწორ სტრატეგიას ეყრდნობოდნენ. მათი ოპონენტი BMW-ს გუნდი იყო, რომელსაც არ გაუმართლა – დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე საწვავის შევსება მოუხდა და რბოლა წააგო. თავად Scherer Sport PHX მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა მისი რბოლა საკმაოდ ემოციური და შთამბეჭდავი იყო. 

წარმატებების სერია

ბრიტანულ საკლუბო რბოლაში ჰიუგო ქუქისა და საშა კაკადის დუეტმა ჩემპიონატის პირველი ორი რბოლა Audi R8 LMS-ის კატეგორიაში მოიგო. მართალია, შემდეგ ორ რბოლაში დუეტმა მეორე ადგილი დაიკავა, მაგრამ საერთო ჯამში ნაჩვენები შედეგები საკმარისი იყო ორი ბრიტანელისთვის, რათა სარბოლო სერიის GT3 ტიტული აეღოთ.

Audi R8 LMS-ით შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდათ სხვა გუნდებს ჩინეთშიც, კერძოდ, შანხაიში და ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. 

რაც შეეხება GT4 კატეგორიას, აუდის გუნდებს აქაც მსგავსი შედეგები ჰქონდათ. სხვადასხვა წრეზე ისინი ხან პირველ, ხან კი მეორე ადგილს არავის უთმობდნენ. 

ამით დასრულდა Audi-ს მომხმარებელთა გუნდების სერია, რომელიც 2018 წლიდან მოყოლებული, აქტიურად და შთამბეჭდავად მონაწილეობს და სხვადასხვა კლასის ტიტულებს იგებს.

მკვლევრებმა „მონა ლიზას“ საიდუმლო ინგრედიენტი აღმოაჩინეს

5 მიზეზი, რომელთა გამოც გადაიფიქრებთ „ნაცრისფერი“ iPhone-ის შეძენას