იმ შეკითხვებზე, ხშირად, საკუთარ თავს რომ ვუსვამთ, ერთი პასუხი არსებობს – „პროგრესი“. მაგალითად, დუმილი ვარჩიოთ, თუ – საუბარი, ცოდნას დავეყრდნოთ, თუ – ინტუიციას?! გამოსავალი ერთია – ავირჩიოთ ის, რაც პროგრესულია, პროგრესამდე მიგვიყვანს. ყოველ შემთხვევაში, Audi ასე ხედავს განვითარებას. ზუსტად ამაზე გვიყვება ბრენდი ახალ რეკლამაში, რომელიც RS e-tron GT-სთვის შეიქმნა. ვიდეორგოლის მთავარი პერსონაჟი ამერიკელი მუსიკოსი, პროდიუსერი, მსახიობი და მოდელი ჟანელ მონეა.












