ყველა საავტომობილო ბრენდს აქვს მოდელები, რომლებიც ავტომოყვარულებს განსაკუთრებით უყვართ. ზოგჯერ ერთ ბრენდში რამდენიმე ასეთი მოდელია, ზოგჯერ ერთი და საკულტო, თუმცა შესაძლოა მთელი სერიაც იყოს. ყველა მათგანს თავისი ნიშა აქვს ხოლმე, რის გამოც ის გამორჩეული ხდება და ამ ნიშის უკან გარკვეული ისტორია იმალება.
ერთ-ერთი ასეთი ცნობილი სერიაა Audi-ს Q მანქანები. იმის მიუხედავად, რომ ისინი არ არის ძალიან ძველი, მათ მაინც გრძელი ისტორია აქვთ, რომელსაც მოკლედ მიმოვიხილავთ.
Audi Quattro – ის, რითაც ყველაფერი დაიწყო
Quattro იყო Audi-ს პირველი მანქანა, რომელიც დომინირებდა რალის წრეზე ორი წლის განმავლობაში. ტურბო I-5 ძრავით აღჭურვილი Quattro საკმარისად წარმატებული აღმოჩნდა და მომავალ თაობებსაც ჩაუყარა საფუძველი.
Pikes Peak quattro
2003 წელს ჩრდილოეთ ამერიკის საერთაშორისო ავტოშოუზე გამოჩნდა Pikes Peak quattro კონცეფცია. ეს იყო ტურბოძრავიანი, 4.2-ლიტრიანი V-8, 493 ცხენის ძალის მქონე ავტომობილი, რომელიც Volkswagen Group-ის მანქანების ნაწილებისგან იყო დამზადებული, თუმცა თავისი სიახლეებიც გააჩნდა. მაგალითად, ნახშირბადის ბოჭკოვანი კორპუსი და გარე კამერები, რომლებიც მიზნად ისახავდა უკეთეს გამავლობას.
Audi Q7 (პირველი თაობა)
ის პირველად 2005 წელს გამოჩნდა ფრანკფურტის მოტორ შოუზე. ამ შვიდი ადგილიანი SUV-ის წარმოება აუდიმ 2005 წლის შემოდგომაზე დაიწყო Volkswagen Bratislava Plant-ის ქარხანაში.
Q7 იყო Audi-ს მიერ გაყიდული პირველი SUV და გაყიდვაში ოფიციალურად გამოვიდა 2006 წელს. მიუხედავად იმისა, რომ Q7 იყო ფლაგმანი SUV Audi-ს პროდუქციის პორტფოლიოში, ამ კატეგორიის ყველაზე მაღალი დონის მოდელი, სახელწოდებით Audi Q8, გამოვიდა 2018 წელს.
Audi Q5
Audi-ს მეორე SUV იყო Q5, რომლის დებიუტიც შედგა როგორც პეკინში, ისე ლოს-ანჯელესში 2008 წელს. Q5 აღჭურვილი იყო შედარებით პატარა ძრავებით და ჰქონდა რამდენიმე ალტერნატივა: გაზის ძრავა მოიცავდა 2.0-ლიტრიან და 3.2-ლიტრიან V-6 ერთეულებს, დიზელის კი 2.0- და 3.0-ლიტრიანებს.
ეს მოდელი საკმაო სიმპათიებით სარგებლობდა ავტოექსპერტებში და ხშირად ხდებოდა მათი მიმოხილვების მთავარი გმირი.
Audi Q3
ის 2011 წელს გამოვიდა და იმავე პლატფორმაზე შეიქმნა, რომელზეც მეხუთე თაობის Volkswagen Golf და Tiguan კროსოვერი იყო აგებული. Q3 უფრო მეტად იყო ორიენტირებული ცხოვრების სტილზე, ვიდრე მისი წინამორბედები. ამ მოდელს ძირითადად ყოველთვის დადებითად მიმოიხილავდნენ, თუმცა, როგორც დღეს ამბობენ, თანამედროვე პერიოდში გამოსული ახალი მანქანებისთვის კონკურენციის გაწევა უჭირს.
Audi Q7-ის მეორე თაობა
Audi-მ თავისი მეორე თაობის Q7 გამოუშვა 2015 წელს. ეს იყო მისი წინამორბედის მასობრივი გადახედვა, რომლის საფუძველზეც ახალ თაობაში ბევრი ცვლილება შეიტანეს და უფრო მიუახლოვეს აუდის სხვა მოდელებს. მეორე თაობის Q7-ს არ ჰქონდა ძრავის სხვადასხვა ვარიანტი, თუმცა მწარმოებელმა შემოგვთავაზა ახალი, ჰიბრიდული მოდელი და დიზელის ფუნქციონალური ვარიანტი.
ასევე გაფართოვდა მისი ტექნოლოგიური დატვირთვა და უამრავ აქტიურ თუ პასიურ უსაფრთხოების სისტემას სთავაზობდა მომხმარებელს. მოდელს ასევე ჰქონდა ვირტუალური კაბინა, ღამის ხედვა და სხვა. უნდა ითქვას, რომ ის დღესაც ერთ-ერთი მოწინავე SUV-ია.
Audi Q2
Audi-ს Q ხაზის უახლესი გაგრძელებაა მცირე ზომის Q2. ის წარმოდგენილია ექვსი განსხვავებული ძრავით, რომელთაგან სამი გაზისაა და სამიც დიზელის. ძრავების მოცულობა 1.0-დან 2.0 ლიტრამდე მერყეობს.
მის ფუნქციონალებს შორის გამოსარჩევია ავტონომიური გადაუდებელი დამუხრუჭება, ვირტუალური კაბინეტი, Apple CarPlay და Android Auto, რომლებიც შეიძლება იყოს არჩევითი.
Audi Q8
ამ სიაში დღეს ბოლო, მაგრამ ყველაზე გამორჩეული ავტომობილია 2019 წლის Audi Q8, რომელიც სერიის უმაღლესი დონის მოდელად მიიჩნევა. ის სტანდარტულად აღჭურვილია 335 ცხენის ძალის მქონე 3.0-ლიტრიანი V6 ძრავით, რაც მას ყველაზე ძლიერ მანქანად აქცევს აუდის მთელ ოჯახში. მძღოლები მისგან მართვის დახვეწილ გამოცდილებას იღებენ. მანქანის ფუნქციებს შორისაა სმარტფონის უსადენო დატენა და ის გამოირჩევა მდიდრული ინტერიერით.
Q8 იყო პირველი მანქანა, რომელიც შეიქმნა დიზაინის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის, მარკ ლიხტეს ქვეშევრდომობით და სწორედ მან შექმნა ბრენდის ახალი დიზაინის ენა. გარკვეული პერიოდი ეს დიზაინი შეუცვლელი იყო, თუმცა 2023 წელს გუნდი მიხვდა, რომ მომხმარებელს უკვე სჭირდებოდა მანქანის მცირე განახლება, ამიტომ ისინი ეცადნენ, გაეკეთებინათ რედიზაინი, ოღონდ საერთო ვიზუალის გაფუჭების გარეშე. ასე რომ, მათ გააუმჯობესეს რამდენიმე წამყვანი დეტალი და ოდნავ განაახლეს ავტომობილის ინტერიერი.
Audi-ს ეს მოდელი Q სერიის უდავო ვარსკვლავია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ყველა მოდელი თავისებურად პოპულარულია მომხმარებლებში, საზოგადოება დღეს ყველაზე მეტს სწორედ მასზე ლაპარაკობს. ამის საპასუხოდ, მწარმოებელი Q8-ს დახვეწაზე მუდმივად აგრძელებს მუშაობას.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი