in

Audi Q4 e-tron-ის პროგრამული განახლებით, მისი დამუხტვა კიდევ უფრო კომფორტული გახდა

Audi-მ Q4 e-tron ელექტრო კროსოვერისთვის მანქანის დამუხტვის პროგრამული განახლება გამოუშვა, რომელიც უფრო მოსახერხებელი და ფუნქციურია. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება დამუხტვის შესაძლებლობებს ეხება. ახალი ფუნქცია, „დატენის სასურველი დრო” მფლობელს საშუალებას აძლევს, ბატარეების იმ დროში შეავსოს, რაც მისთვის არის მოსახერხებელი. ასევე კომპანიამ დაამატა ტაიმერი, რომელიც ასევე მომხმარებლის მეტ კომფორტზეა გათვლილი. Audi-ს თანახმად, როდესაც ავტომობილი ამ ტაიმერით ბატარეებს წინასწარ ამზადებს, ინტერიერის გასათბობად საჭირო ენერგია დატენის დროს გამოიყოფა. ეს კეთდება გარე ენერგიის წყაროს მეშვეობით. 

ახალი პროგრამული უზრუნველყოფა ასევე გადამუშავებული თერმული მართვის სისტემას მოიცავს, რომელიც გარე ტემპერატურის მოხმარებას აუმჯობესებს. ძველ პროგრამულ უზრუნველყოფასთან შედარებით, დატენის სიმძლავრე 135 კვტ-მდე გაიზარდა. Q4 e-tron მფლობელებს ასევე შეუძლიათ გამოიყენონ ბატარეის დაცვის ახალი ფუნქცია. Audi ამბობს, რომ ეს ბატარეის „დამუხტვის იდეალურ მდგომარეობაში” შენარჩუნებას ეხმარება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ღირებული ფუნქციაა, ის შეიძლება არ მოეწონოთ მათ, ვინც მგზავრობს შორ მანძილზე. Q4 e-tron ხაზის მაქსიმალური დიაპაზონი 425 კმ-ია.

კიდევ ერთი მოსახერხებელი განახლება Plug & Charge ფუნქციის სახით ჩნდება. კონკრეტულ წერტილებზე Q4 ავტომატურად ააქტიურებს დატენას, როდესაც კაბელი შეუერთდება მანქანას. მსგავსი კონფიგურაცია General Motors-ს აქვს თავისი EV მომხმარებლებისთვის. 

არის კიდევ რამდენიმე ცვლილება, რომლებიც მიზნად მძღოლის ცხოვრების გამარტივებას ისახავს. მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ myAudi აპლიკაცია მარშრუტის დასაგეგმად, რომელიც ინახავს დანიშნულების ბოლო ადგილებს, რაც აადვილებს ადრე მონახულებული ადგილების ძიებას. გარდა ამისა, სმარტფონის აპლიკაციის გამოყენება შესაძლებელია მანქანის ხალხმრავალ ავტოსადგომზე განსათავსებლად. ავარიის ან მცირე შეჯახების შემთხვევაში, მძღოლს ასევე შეუძლია გამოიყენოს myAudi აპი საგზაო დახმარებასთან დასაკავშირებლად.

ეს ახალი პროგრამული უზრუნველყოფა 2023 წელს წარმოებული ყველა მოდელის სტანდარტი იქნება.

Sony World Photography Awards-ის ღია კონკურსის გამარჯვებული ფოტოები ცნობილია!

თიბისიმ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილების შესახებ პანელური დისკუსია გამართა