ყველა ავტომოყვარული წლის დასაწყისიდანვე ელოდებოდა განახლებული Q8-ს გამოსვლას. Audi-ს 2023 წლის 5 სექტემბერს Q8 SUV ვერსიის დებიუტი აქვს დაგეგმილი. მანქანის თიზერი ახლა გამოვიდა, რომელიც მხოლოდ ერთადერთი სურათით არის წარმოდგენილი. ამ თიზერში ჩანს მისი სახასიათო ვიზუალი, ფარები და უკანა შუქები. ეს უკანასკნელი ერთადერთი ცვლილებაა, რომელიც მოდელის უკანა ნაწილში ამჟამად შეინიშნება. მოდელს აქვს ოდნავ შეცვლილი დიზაინი, ფუნქციონალები და გამორჩეულია ინდივიდუალიზმით, არის სპორტული და ელეგანტური კუპე. თიზერზე ლუკას რიტვეიჯმა იმუშავა.
განახლებული Q8 SUV იგივე საერთო ფორმას ინარჩუნებს, როგორიც ზოგადად Q სერიის მანქანებს აქვთ. მისი წინა ცხაური U-ს ფორმას გვაგონებს. ფიქრობენ, რომ Audi სავარაუდოდ შეინარჩუნებს 3.0-ლიტრიან ტურბო V6 ძრავას, რომელიც ამჟამად 335 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ჯერ ზუსტად არ იციან, იქნება თუ არა ეს მოდელი სრულად ელექტრიფიცირებული, თუმცა ეჭვის დონეზე ეს ვერსიაც არ გამოირიცხება. უცვლელი რჩება პლატფორმა, რომელზეც Q8 SUV არის აწყობილი.
რამდენიმე ცვლილება აისახა ინტერიერზეც. მათ შორისაა საინფორმაციო-გასართობი ტექნოლოგია სამი ეკრანით. მას ახლად გამოსულ BMW X6-ს და Mercedes-Benz GLE Coupe-ს ამსგავსებენ.
აქვე ისიც ხდება ცნობილი, რომ განახლებები იგეგმება SQ8-სა და RS Q8-ზე, რომლებიც, სავარაუდოდ, V8 სიმძლავრის მქონე იქნება.