in

2025 წელს Audi-ს Q9 SUV გამოვა

Audi-მ საბოლოოდ დაადასტურა ახალი SUV-ის გამოშვება, რომელიც კონკურენციას გაუწევს BMW X7-სა და Mercedes-Benz GLS-კლასს.

Audi-ს პოტენციური Q9-ის შესახებ ჭორები წლების განმავლობაში ვრცელდებოდა, მაგრამ Automotive News-მა ორშაბათს შეგვატყობინა, რომ ავტომწარმოებელმა ამერიკელ დილერებს სრული ზომის, სამი რიგის SUV-ის გამოსვლა დაუდასტურა 2025 წლისთვის.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ექნება შიდა წვის ძრავები, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იქნება ერთ-ერთი უკანასკნელი Audi, რომელიც გამოვა შიდა წვის სიმძლავრით, რადგან ავტომწარმოებელი გეგმავს მხოლოდ ელექტრომანქანების გამოშვებას 2026 წლის შემდეგ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა

აღსანიშნავია, რომ Audi შესაძლოა მინივენის სეგმენტში გაფართოებისთვის ემზადება EV-ით, რომელიც დაფუძნებულია Urbansphere კონცეფციაზე და რომელიც წარადგინა გაზაფხულზე.

გოგონების რეალობა სოციალური მედიის ეპოქაში — Puma-ს ახალი კამპანია

რატომ უნდა გამოიყენოთ სურნელოვანი მარკეტინგი?