in

Audi R8-ს ახალი თაობისთვის ამზადებს

Audi R8 საზოგადოებას პირველად 2007 წელს წარუდგა და პრემიუმ მანქანების მწარმოებელს ახალი სიცოცხლე შთაბერა. ახლა უკვე, როდესაც მეორე თაობის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ბრენდი მის მემკვიდრეს ამზადებს. ამის შესახებ carbuzz გვატყობინებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ R8-მ შეიძლება შეიცვალოს სახელი და დაუბრუნდეს მომხმარებელს ახალი ექსტერიერით, რათა გამოირჩეოდეს ახლანდელი მოდელისგან. შესაძლოა, ის PB18 e-tron-ის ან skysphere კონცეფციასაც დაეყრდნოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ძრავის მეთოდს გამოიყენებს, ახალბედა R8 სუპერმანქანისთვის დამახასიათებელ თვისებებს შეინარჩუნებს. მას ექნება ორი კარი, ცოტა დრამატული სტილი და მეტი სიმძლავრე, ვიდრე Audi გვთავაზობს.

არსებობს ვარაუდიც, რომ Audi დახმარებისთვის Porsche-საც მიმართავს. დიდი შანსია, რომ R8-ს ახალი მოდელი იმავე არქიტექტურაზე იყოს დაფუძნებული, როგორც Porsche-ს ელექტრო მოდელები.

იმისთვის, რომ შემცვლელი სუპერმანქანა უნდა იყოს უფრო მძლავრი და კიდევ უფრო შთამბეჭდავი მაჩვენებლებით დაიკვეხნოს, Audi 637 ცხენის ძალით აპირებს მის აღჭურვას. მას აჩქარება მხოლოდ 3,1 წამში შეეძლება.

ბრენდი აცხადებს, რომ მაქსიმალურად ეცდება, შექმნას განსხვავებული მოდელი,თუმცა შეინარჩუნებს ოსტატობას, რომელიც გამოიყენება მიმდინარე ავტომობილზე. „მომხმარებელს უყვარს R8”, – აცხადებს ბრენდი, – „ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვეცდებით, შევუნარჩუნოთ მას ეს სიყვარული”.

მანამდე კი, სანამ ეს მოხდება, AUDI თაობის ბოლო მოდელს გამოუშვებს წლის ბოლოსთვის. ჯერ მწირი დეტალები გვაქვს, მაგრამ მოსალოდნელია, რომ ეს იყოს უკანა ამძრავიანი GT მანქანა.

ფრენის დასწავლა მიწაზე მყარად სიარულით

სიახლე სმარტ აკადემიაში – JIRA Software-ის პრაქტიკული კურსის გავლა ქართულ ენაზეა შესაძლებელი