როდესაც 2006 წელს Audi R8-ის დებიუტი შედგა, ეს იყო პირველი მასობრივი ჩვენება Four Rings ბრენდისგან, რომ მათ ნამდვილად შეეძლოთ შესაბამისი სუპერმანქანის შექმნა. მძღოლის უკან დამონტაჟებული 4.2-ლიტრიანი V8, მექანიკური გადაცემათა კოლოფი და quattro სრულამძრავი იყო ის ძირითადი მახასიათებლები, რომლითაც R8 იყო ცნობილი. ის ითვლებოდა სათანადოდ სწრაფ მანქანად.
დღეს 2023 წლის Audi R8 ისევ სუპერმანქანის ტიტულს ატარებს და ამას განაპირობებს მისი რამდენიმე მაჩვენებელი, რომლითაც ავტომობილი თავს იწონებს. ზომიერად სწრაფი ახალი მოდელი გთავაზობთ მარტივ მგზავრობას. საყრდენი და ძრავა, რომელსაც ის იყენებს, V-10 მოდელისგან არის აღებული, ხოლო შვიდსიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფს Lamborghini Huracán-თან იზიარებს. ის გვთავაზობს დახვეწილობის სრულ პაკეტს, რომელიც ბრენდის საერთო ხაზს შეეფერება.
მისი მყუდრო, ორადგილიანი სალონი გაფორმებულია მაღალი დონის მასალებით და აქვს მინიმალისტური დიზაინი. ინტერიერი კომფორტულია როგორც მძღოლისთვის, ასევე მგზავრისთვის და R8 იქნებოდა კარგი ტურისტული მანქანა, შედარებით პატარა საბარგული რომ არ ჰქონდეს, რომელიც ბევრ ბარგს არ იტევს.
ამბობენ, რომ ამ თაობის R8-ის წარმოება ამ მოდელით დასრულდა. ამ სუპერმანქანას ბრენდი წელს GT მოდელით გვთავაზობს, რომელიც შემოთავაზებულია ექსკლუზიურად უკანა ამძრავით და მანქანის V-10 ძრავის 602 ცხენის ძალის ვერსიით. GT-ს ასევე აქვს განახლებული შვიდსიჩქარიანი ავტომატური ტრანსმისია, რომელიც, Audi-ის მტკიცებით, უფრო მყისიერად ცვლის სიჩქარეს და აქვს უკანასვლის მართვის რეჟიმი, რომელიც აადვილებს მანქანის მანევრირებას.
ჯერ ბოლომდე არ არის დამტკიცებული, როგორ მოდელს ვიხილავთ სამომავლოდ, თუმცა ბრენდი ადასტურებს ჭორებს იმის შესახებ, რომ V-10 ძრავაზე დაფუძნებული R8 შეიცვლება და სავარაუდოდ, ეს შეიძლება იყოს 5-ცილინდრიანი ტურბოდამტენიანი ძრავა, რომელიც მწარმოებელმა TT RS-ში გამოიყენა. ავტოგამოცემები წერენ, რომ თუ VW, Audi ან Porsche მანქანების მოყვარული ხართ, ახალი კონცეფციაც მოგეწონებათ. დაველოდოთ!