in

Audi R8-ის ლიმიტირებული კოლექცია მხოლოდ 8 ერთეულითაა წარმოდგენილი

მას შემდეგ, რაც Audi R8 ამერიკის შეერთებულ შტატებს დაემშვიდობა, ის იაპონიის ბაზარსაც ეუბნება „საიონარა”, რაც იაპონურად დამშვიდობებას ნიშნავს. ამის აღსანიშნავად ის R8 Coupe Japan Final Edition-ს უშვებს, რომელიც ფერთა სპეციფიკური კომბინაციით გამოდის და ძალიან შეზღუდული რაოდენობით იწარმოება.

Audi R8-ის ეს გამოშვება მქრქალი Ibis White ექსტერიერის საღებავებითაა გაფორმებული და 20-დუიმიანი, 5-წახნაგიანი Audi Sport ალუმინის დისკები აქვს. მანქანებს ასევე ეტყობა ტრადიციული იაპონური ფერების, წითლის, ოქროსფრისა და თეთრის გავლენა. შავი ფერისაა R8 სამკერდე ნიშნები და Audi-ს 4-რგოლიანი ემბლემა.

შიგნით, იაპონური ექსკლუზიური R8-ის სალონში გამოსახულია შავი ფერის ორი ტონი თეთრი აქცენტებით. სპორტული სავარძლები მოპირკეთებულია შავი ტყავით, რომელიც კონტრასტშია თეთრ, ბრილიანტისებრ ნაკერთან. საჭეს აქვს ოთხი საკონტროლო სატელიტური მრავალფუნქციური ღილაკი, პლუს გამოყოფილი გადამრთველი ძრავის ხმაზე. კარის რაფაზე მანქანას აქვს სერიული სამახსოვრო წარწერა “Japan Final Edition”.

საინტერესოა ისიც, რომ Audi R8 Coupe Japan Final Edition-ის მყიდველები ასევე მიიღებენ თავიანთი მანქანის VIN Art პორტრეტს, რაც მათი სუპერმანქანის შასის ნომრის ჩარჩოში ამოტვიფრას გულისხმობს.

მანქანის დამატებითი მახასიათებლებია 612 ცხენის ძალა და შთამბეჭდავი ელექტროსადგური, რომელიც შერწყმულია შვიდსიჩქარიან S tronic გადაცემათა კოლოფთან. ის, Quattro სისტემის მეშვეობით, ძალას ოთხივე ბორბალზე ანაწილებს.

Audi R8 Coupe Japan Final Edition მხოლოდ რვა ერთეულითაა წარმოდგენილი. როგორც ვარაუდობენ, მას და TT-ს, რომლის ბოლო მოდელიც ასევე 2023 წელს გამოვიდა, ელექტრომანქანებით შეიცვლება მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

როგორ შედგა თანამშრომლობა Simple Steps-სა და ალექსანდრე ჩომახიძეს შორის

„ყველაფერს თავისი დრო აქვს“