in

თუ Audi R8 მოგწონთ, მისი ყიდვა უნდა იჩქაროთ

Audi-მ ახლახან გამოუშვა 2023 R8 GT, როგორც მეორე თაობის სუპერმანქანა. განსხვავებით ამ მანქანის პირველი თაობისგან, ამ ვერსიას არ ექნება ჩამოსაშლელი Spyder ვერსია, რომელიც მან 2010 წელს აწარმოვა. მაშინ მან 333 კუპე და ასევე 333 Spyder გამოუშვა. 

Audi Sport-ის სხვადასხვა აღმასრულებელმა დაადასტურა, რომ R8-ს წარმოება ოფიციალურად 2023 წლის შემდეგ შეწყდება. ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სულ რაღაც წელიწადზე მეტი დრო, რომ შეიძინოთ Audi R8 V10, რადგან ის არ დაბრუნდება 2024 წელს. Audi აპირებს 1000 R8-ის წარმოებას. ეს რიცხვი შეზღუდულია მიწოდების ჯაჭვის შეზღუდვების გამო. 

Audi-მ ადრე ოფიციალურად გამოაცხადა, რომ შემდეგი თაობის Audi R8 იქნება ელექტრო და გაიზიარებს პლატფორმას ელექტრო Porsche Cayman-თან. თუმცა საბოლოო დეტალები მომავალი თაობის შესახებ ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამხელილი. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება სრულად ელექტრო ან ჰიბრიდი იყოს. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ დახვეწილი და მართვის შესანიშნავი გამოცდილების მქონე Audi R8 V10 შეზღუდული რაოდენობით იყიდება და თუ ის მოგწონთ, უნდა მოასწროთ ყიდვა 2023 წლის ბოლომდე. 

აქვე, დადის ჭორები იმაზე, რომ მიუხედავად სრულად ელექტრიფიცირებული სამომავლო პოლიტიკის გამოცხადებისა, ევროპულ კანონმდებლობაში გამოჩნდა პროექტი, რომელმაც 2035 წლისთვის სინთეზური საწვავის ტექნოლოგია უნდა შეიმუშაოს. ამის შემდეგ Audi-ს ინჟინრებმა განაცხადეს, რომ საწვავის გამოყენება მომავალი თაობის მანქანებშიც გაგრძელდება. იქნება თუ არა მათ რიგებში Audi R8 V10, არ ვიცით.

საქართველოს ბანკის მომხმარებლები Google Pay-ით ისარგებლებენ — რას მოიცავს ეს სიახლე?

რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ბრენდების გაერთიანებას?