Audi RS 3 LMS წელს უკვე მეორე სეზონზე დასახელდა საუკეთესო TCR (Touring Car Race) მოდელად. მთლიანობაში მას ეს ჯილდო სამ სხვადასხვა წელიწადს აქვს მიღებული. პირველი იყო 2018, შემდეგ კი 2021. მისი გამარჯვება განისაზღვრა ყველა სერტიფიცირებული მოდელის შედეგებით, რომლებიც მონაწილეობენ TCR-ს სანქცირებული რბოლებში მთელ მსოფლიოში. სულ გაიმართა 302 რბოლა. აქედან 89 გამარჯვება Audi-მ მოიპოვა და 8500 ქულა დააგროვა.
მძღოლი, რომელთან ერთადაც მოდელმა TCR ევროპის ტიტული მოიპოვა, ფრანკო გიროლამია. რაც შეეხება FIA Motorsport Games რბოლას, აქ აუდის ტომ კორონელი მართავდა.
წლის TCR მოდელის სტატუსის მისაღებად კონკურენცია ყოველ სეზონზე უფრო მწვავდება. 2022 წლის სეზონში ყველაზე გამორჩეულები იყვნენ Audi RS 3 LMS და Honda Civic Type R. მათ შორის ბრძოლა საბოლოო ქულებმა გადაწყვიტა. აქედან გამომდინარე, ხუთ წელიწადში სამჯერ ამ ჯილდოს მოგება მართლაც შესანიშნავი მიღწევაა.
Audi Sport არის ერთ-ერთი ბრენდი, რომელმაც თავიდანვე აითვისა TCR კონცეფცია და მათი RS 3 LMS TCR აღმოჩნდა ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი მანქანა კატეგორიაში, რომელიც ეხმარება მრბოლელ გუნდებს დიდი შედეგების მიღწევაში.