Audi რომ მაღალი დონის მანქანებს ამზადებს, ამაზე თითქმის არავინ დავობს. ავტოექსპერტები გვთავაზობენ მისი „ყველაზე გიჟური” მოდელის მიმოხილვას. ეს მოდელია თანამედროვე RS e-tron GT.
ეს უნიკალური მოდელი თავიდან ბოლომდე შეცვლილია. მანქანის ბამპერი განახლებულია, წინა ნაწილი საკმაოდ მასიური. გაშლილი, დიდი ფარები აქვს და გვერდები საფეხურებს მოგაგონებთ. მთელი პაკეტი 22-დიუმიანი Turismo Inventa-ს ნახშირბადის ბორბლების კომპლექტზე დგას. მანქანას ატლასისებრი ზედაპირი აქვს.

ავტომობილს ისეთი შესახედაობა აქვს, თითქოს თქვენთან ბრძოლას აპირებს. ელექტრული სიჩქარის აპარატის კორპუსის ქვეშ იმალება ისეთივე ორმაგი ელექტროძრავა, როგორსაც Porsche Taycan-ი იყენებს. ეს ძრავა დაკავშირებულია ორსიჩქარიან ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე. მანქანის კომბინირებული სისწრაფე 590 ცხენის ძალას მოიცავს და რაც საშუალებას აძლევს, ამ მოდელს 60 მილი/სთ-მდე მხოლოდ 3.1 წამში ასწიოს და ტყვიასავით სწრაფი იყოს. ავტომოყვარულები კმაყოფილნი არიან, რომ ბაზარზე მეტი და მეტი ელექტრომობილი ჩნდება, თანაც სპორტული სიმძლავრის.











