in

დაკარის რალისთვის ინტენსიურად ემზადება სამი Audi RS Q e-tron

Audi Sport-ის გუნდი ოქტომბერს 2024 წლის დაკარის რალისთვის საფუძვლიანად მოსამზადებლად იყენებს. ბრენდი მაროკოს რალიზე სამი Audi RS Q e-tron-ით იასპარეზებს. მძღოლების გუნდი კი ასეა კლასიფიცირებული: მატიას ექსტრომი/ემილ ბერგკვისტი, სტეფან პიტერჰანსელი/ედუარდ ბულანჟე და კარლოს საინცი/ლუკას კრუზი.

Audi Sport-ის გუნდი ეტაპობრივად ზრდის ტემპს, რათა თავის მიზნებს მიაღწიოს. მაროკოს „დაკარის რალი” მათთვის მნიშვნელოვანი შეჯიბრია, რადგან ის რელიეფი, რომლის გავლაც მრბოლელებს მოუწევთ, კარგად ასახავს დაკარის რალის მრავალმხრივ მოთხოვნებს და კარგი ტესტი იქნება მანქანებისთვის.

13-დან 18 ოქტომბრის ჩათვლით გუნდებმა შესარჩევი ტურები უნდა გაიარონ, რომელსაც 5 რალის ეტაპს ეძახიან. განრიგი მოიცავს 1449 დროით კილომეტრს და საერთო მანძილს, 2219 კილომეტრს. Audi Sport-ის გუნდს წელს მძიმე კონკურენცია ელის: Toyota, Ford, Prodrive და სხვები ეცდებიან, რომ RS Q e-tron ფინალამდე ვერ მივიდეს.

ღონისძიების წინ, 3-დან 8 ოქტომბრამდე, Audi Sport-ის გუნდმა მაროკოში დაასრულა ექვსდღიანი ტესტირება Q Motorsport-თან ერთად. მძღოლების სამი წყვილიდან თითოეული ორი-ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. საერთო ჯამში, Audi RS Q e-tron-მა 3000 კილომეტრზე მეტი გაიარა. ამ პროცესში გუნდმა მოახერხა ახალი საბურავებისა და კომპონენტების ტესტირება.

როგორ გახდეთ აქციონერი? — SOLO Talks-ის შეხვედრა

როგორია ჯანსაღი სამუშაო გარემო ნობელის პრემიის ლაურეატის აზრით?