in

განახლებების სრული პაკეტის მეშვეობით, Audi RS Q8 სუპერ SUV-ად ტრანსფორმირდა

გერმანულმა კომპანიამ, ABT Sportsline-მა, რომელიც დიდი ხანია აუდისთან თანამშრომლობს, RS Q8-ისთვის ახალი პაკეტი წარმოადგინა, რათა ეს SUV კიდევ უფრო მაღალი დონის ავტომობილად წარმოეჩინა. RSQ8-S პაკეტში განახლებულია ძრავა და დანერგილია ნახშირბადის ბოჭკოვანი აეროდინამიკა, რაც ამ SUV-ს სუპერმანქანის სიმძლავრეს ანიჭებს.

სტანდარტულად, ეს არის ჰიბრიდული მოდელი, რომელსაც 4.0-ლიტრიანი V8 ორმაგი ტურბო ძრავა აქვს, 591 ცხენის ძალასა და 590 ბრუნვას გამოიმუშავებს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მანქანა 60კმ/სთ-ამდე სულ რაღაც 3,6 წამში აჩქარდეს. თუმცა ABT Sportsline-ის განახლების შედეგად, მანქანის სიმძლავრემ 690 ცხენის ძალამდე და 649 ბრუნვამდე აიწია, რაც ამ ტყავით მოპირკეთებულ მდიდრულ SUV-ს უფრო ძლიერს ხდის, ვიდრე ცნობილი მოდელები, Ferrari Roma ან Lamborghini Huracan Tecnica არიან. როგორც კომპანიაში განმარტავენ, ეს შედეგი ძრავის კონტროლის მოდულის განახლებით და შესაბამისი აღჭურვილობით იქნა მიღწეული.

განახლებებს შორის ასევე მოხვდა მანქანის მაყუჩიც, რომელიც შედარებით ამცირებს გამონაბოლქვს და ნაკლებხმაურიანია. Abt აცხადებს, რომ ენერგიის მიწოდება გაუმჯობესებულია გამონაბოლქვის უკანა წნევის შემცირებისა და ინტეგრირებული ახალი მილის გამო.

დანარჩენი განახლებები უკვე ვიზუალურ ნაწილს მოიცავს. RS Q8-ს შეეცვალა წინა მხარე, დაუმაგრდა ორნაწილიანი სპოილერი და მოდიფიცირებულია მანქანის გვერდებიც. ბრენდის ლოგო ამოტვიფრულია რამდენიმე ადგილას: მანქანის წინა ნაწილზე, ნოხებსა და კარის ჩარჩოებზე. ასევე განახლდა წინა სავარძლების დიზაინი.

რამდენიმე სიტყვა მანქანის საბურავებზეც დავწეროთ. Abt High Performance HR ბორბლები, რომლებითაც ავტომობილია აღჭურვილი, 23-დუიმიანი და 10-წახნაგიანია. მსუბუქი კონსტრუქციის წყალობით ისინი მანქანის მართვას აუმჯობესებს და წარმოდგენილია პრიალა შავი ან მუქი კვამლისფერი მოპირკეთებით. თუ უფრო პატარა საბურავები გსურთ, Abt გთავაზობთ 22-დუიმიან HR დისკებს.

პაკეტი ხელმისაწვდომია ყველა RS Q8 მოდელისთვის, რომლებიც გამოვიდა 2020-დან 2024 წლამდე.

შემეცნებითი ტურნე რეგიონებში – „აზროვნების აკადემიამ“ „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

„ჭიტამ“ ვიზუალური იდენტობა განაახლა