in

ველოდოთ თუ არა Audi RS6-ის განახლებას 2024 წლისთვის?

თუ თქვენ ოდესმე გიტარებიათ Audi RS6, გეცოდინებათ ამ ექსტრემალური გამოცდილების შესახებ. ამჟამინდელი Audi RS6 Avant 4.0-ლიტრიანი ტყუპი ტურბოა V8 ძრავით, რომელიც გამორჩეულ გამოცდილებას ქმნის გზაზე, თუმცა, როგორც ავტოგამოცემები იწერებიან, ახლო მომავალში მოდელის განახლებული ვერსია შეიძლება ვიხილოთ. ამას Audi America-ს დირექტორი, მარკ დანკეც ადასტურებს.

როგორი იქნება ახალი მოდელი, ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არაა ცნობილი, თუმცა დადის ხმები, რომ სავარაუდოდ, ეს იქნება სპეციალური გამოცემა. Audi-მ ერთხელ უკვე აჩვენა IMSA-თი შთაგონებული RS6 GTO კონცეფცია, თუმცა რთული სათქმელია, იმავე კონცეფციას დაეყრდნობა განახლებისას თუ ახალს შექმნის. ახლანდელი RS6-ის მშვენიერება ის არის, რომ ის არის ძალიან სწრაფი, მაგრამ ამავდროულად თვალწარმტაცი მანქანა, რომელიც პრემიუმ კლასის საოჯახო ავტომობილადაც მიიჩნევა. ვარაუდობენ, რომ ის ამ მთავარ კონცეფციას არც სპეციალურ გამოშვებაში გადაუხვევს, რადგან მას არ უყვარს საკუთარი დნმ-ის დაკარგვა, როცა ახალ მოდელებს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული თარიღი ცნობილი არაა, ვარაუდობენ, რომ მაღალი კლასის RS6 შეიძლება უკვე მომავალ წელს გამოვიდეს. როგორც ირკვევა, 2024 წელს Audi ახალი EV მოდელის გამოშვებას გეგმავს და შესაძლოა, სწორედ მასთან ერთად გამოვიდეს RS6-იც.

Nike-ის ლოგო მე-17 საუკუნის ფერწერულ ტილოზე დააფიქსირეს

ტრაგიკომედია BlackBerry-ის ფილმში