Audi RS6 e-tron სედანს ავტომოყვარულები 2025 წლისთვის ელიან, თუმცა მანამდე, ეტაპობრივად, ახალ-ახალ დეტალებს ეხდება ფარდა.
უახლესი ინფორმაციის თანახმად, RS6 e-tron მრავალი საინტერესო მახასიათებლით იქნება აღჭურვილი. მისი ძრავა 600 ცხენის ძალით იქნება ხელმისაწვდომი და მანქანას 4X4-ზე სრულამძრავიანი კონფიგურაცია ექნება. ვარაუდის დონეზე ითქვა, რომ მოდელი ორსიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით იქნება წარმოდგენილი, რაც მის მართვას ბევრად უფრო დახვეწილ გამოცდილებად აქცევს.
როგორც Audi Design-ის ხელმძღვანელი, მარკუს ლიხტე ამბობს, ახალი, ელექტრო RS6-ის ძირითადი დიზაინი A6 e-tron-ის მსგავსი იქნება, თუმცა ამ ავტომობილს ექნება უფრო დიდი ბორბლები და სხვადასხვა დანამატები, რომლებიც მას უფრო სპორტულ იერსახეს მისცემს.
RS6 და A6 e-tron მოდელები Premium Platform Electric არქიტექტურას ეფუძნება, რომელიც ერთობლივად არის შემუშავებული Audi-სა და Porsche-სთვისაც. ამ პლატფორმას გამოიყენებს ახალი Q6 e-tron-იც და მომავალი Porsche Macan EV-იც. მისი წყალობით, მანქანები იქნება მაღალი ხარისხის. მათ ექნებათ 800-ვოლტიანი ელექტრო არქიტექტურა, რომელიც უზრუნველყოფს დამუხტვის სიჩქარეს 270 კილოვატამდე. არსებობს ინფორმაცია, რომ A6 e-tron-ის მსგავსად, RS6-იც 100 კვტ/სთ ბატარეას გამოიყენებს, რომელიც საკმაოდ მძლავრად ითვლება ამ დროში. უკვე არის ინფორმაცია მოდელის სიჩქარის შესახებაც. პროექტის შემქმნელები ამბობენ, რომ RS6 GT Avant-ის მაქსიმალური სიჩქარე 190 კმ/სთ იქნება და ის 0-62 კმ/სთ-ს გამოიმუშავებს 3,5 წამში.
მართალია, საბოლოოდ ყველაფერი მას შემდეგ დადასტურდება, როდესაც ამ სერიის მანქანები უკვე გამოვა, მაგრამ იმ ცნობებით, რომლებიც უკვე ხელთ გვაქვს, შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ ახალი, სრულად ელექტრო RS6 იმაზე შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე მისი წინამორბედები.