in

ნახეთ „მოდრიფტავე” Audi S1 Hoonitron ლას ვეგასის ბრჭყვიალა ქუჩებში

პოპულარული ამერიკელი დრიფტერი, კენ ბლოკი ახალი ვიდეოს, Electrikhana-ს გამოსაქვეყნებლად ემზადება და უკვე ცნობილია, რომ ავტომობილის ბრენდი, რომელსაც აქ ვიხილავთ, Audi იქნება, მოდელით S1 Hoonitron. ეს არის მთლიანად ელექტრო პროტოტიპი, რომელიც შეიქმნა Audi Design-ის მიერ.

„S1 Hoonitron-ით ჩვენ სრულიად ახალი გზა გავკვალეთ Audi-ში“, – ამბობს ოლივერ ჰოფმანი, AUDI AG-ის ტექნიკური განვითარების საბჭოს წევრი, – „სრულიად ელექტრო პროტოტიპის შემუშავება ჩვენი პარტნიორის, კენ ბლოკის უნიკალური მოთხოვნებისთვის იყო დიდი და ამაღელვებელი გამოწვევა, რომელსაც მთელმა გუნდმა მშვენივრად გაართვა თავი. სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ არის წარმოდგენილი “Vorsprung durch Technik” სრულიად ახალ გარემოში”.

Audi S1 Hoonitron-ს აქვს ორი სრულამძრავიანი ელექტროძრავა, სიმძლავრე, ნახშირბადის ბოჭკოვანი შასი და სრულად შეესაბამება FIA-ს, მოტოსპორტის მმართველი ორგანოს უსაფრთხოების სტანდარტებს. Audi Sport-მა ის შეიმუშავა, როგორც უნიკალური მანქანა ექსკლუზიურად კენ ბლოკისთვის. 

S1 Hoonitron-თან ერთად, ფილმში Electrikhana ეპიზოდურად არის წარმოდგენილი Audi-ს რამდენიმე სხვა მოდელიც: Audi 90 IMSA GTO (1989), Audi 200 Trans Am (1988), Audi Sport quattro S1 Pikes Peak (1987), Audi quattro Gruppe B A2 (1984), Audi R8 LMP და Audi R18 e-tron quattro „ლე მანიდან”. 

ფილმი, რომელსაც კენ ბლოკი წარმოგვიდგენს, ლას ვეგასში, აზარტული თამაშების ქალაქში, ღამით არის გადაღებული. ვიდეოში ვხედავთ მანქანის მართვის შთამბეჭდავ გამოცდილებას, ლას ვეგასის ბრჭყვიალა ქუჩებისა და შენობების ფონზე. როგორც ცნობილია, ფილმის გადაღება რამდენიმე დღე გაგრძელდა და ისედაც ხმაური, ბობოქარი ვეგასი კიდევ უფრო აახმაურა.

საქართველოს ბანკის აპლიკაცია სკოლის მოსწავლეებისთვის BOG sCoolApp უკვე ხელმისაწვდომია

„გუნდა“ — თბილისის პირველი არტიზანული სახაჭაპურე