29
დეკ
2017

შეზღუდული წვდომა საიტებთან – Audi-ის კამპანია საჭესთან სმარტფონის გამოყენების წინააღმდეგ 

29 დეკ 2017

საჭესთან სმარტფონის გამოყენება ერთ-ერთი ის ყველაზე ხშირი ფაქტორია, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების საგანგაშო მაჩვენებლის მატებას განაპირობებს. სტატისტიკურად, ყოველი 10 მძღოლიდან 8 ან სოციალურ ქსელებს ადევნებს თვალყურს, თუ არადა შეტყობინებების წერით არის გართული. საახალწლოდ, ამ პრობლემასთან საბრძოლველად, Audi-მ საინტერესო კამპანია მოიფიქრა. იმის ნაცვლად, რომ ბრენდს  მოწოდება გაევრცელებინა სმარტფონების არ გამოყენებასთან დაკავშირებით, მან უბრალოდ სხვა გზა არ დაუტოვა მძღოლებს. Audi-მ სხვადასხვა საიტებისთვის სპეციალური Safety Code შექმნა, რომელიც მომხმარებელს ავტომობილის მართვისას ვებგვერდებთან წვდომის საშუალებას არ აძლევს.

BOG PLUS

 

განხილვა