19
Dec
2018

Avengers 4-ის სპოილერი “აუდის” რეკლამაში

19 Dec 2018

Audi-მ ახალი მოდელის e-tron GT კონცეპტის წარდგენისთვის რობერტ დაუნ უმცროსი მოიწვია. ლეგენდარული ტონი სტარკის შემსრულებელმა რეკლამაში “შურისმაძიებლები 4”-ის მთავარი სპოილერი გათქვა. შეგახსენებთ, Avengers-ის მეოთხე ნაწილის Endgame ტრეილერმა, სადაც ღია კოსმოსში დაკარგულ სტარკს სიკვდილი ემუქრება, Marvel-ის გულშემატკივრებში დიდი მღელვარება გამოიწვია. მათ დასაიმედებლად, NASA-მ კამპანიაც კი წამოიწყო, სადაც გულშემატკივრებს შურისმაძიებლების ერთ-ერთი მთავარი გმირის გადარჩენას დაჰპირდა.

 

“აუდის” ამ რეკლამაში სტარკი მოდელს e-tron GT ათვალიერებს. მოდელის შესასწავლად ის კომპანიის მთავარ დიზაინერს, მარკ ლიხტს, ხვდება. მარკთან საუბრისას, ტონი აღნიშნავს, რომ ამ ავტომობილის საჭესთან უკვე მჯდარა, “შურისმაძიებლები 4”-ში. შეგახსენებთ, Avengers: Endgame 2019 წლის გაზაფხულზე გამოვა.

 

Avengers 4-ის ტრეილერი:

 

განხილვა